დახურვა
სტილი
23.06.2022

დღეს, 23 ივნისს ერთი თვით სიყვარულისა და ფინანსების მმართველი პლანეტა ვენერა, ტყუპების ზოდიაქოს ნიშანი გადადის. ასტროლოგი რამაზ გიგაური ამ ტრანზიტით გამოწვეულ მოსალოდნელი სიტუაციების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„23 ივნისს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა ტყუპის ნიშანში გადავიდა და იქ 18 ივლისამდე დარჩება. ვენერასთვის ტყუპის ნიშანში განთავსება არც თუ ძლიერია. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ სუსტად ვლინდება, რადგან ვენერა ტყუპში „კარგავს“ სტაბილურობას, პრაქტიკულობას და სიმყარეს პარტნიორობასთან მიმართებაში. ვენერას ტყუპში ინგრესია აძლიერებს ფლირტის და ზედაპირული სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა. ბუნებრივია, ეს უპირველესად საგრძნობი იქნება სოციალურ ქსელში. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში ამ მიმართულებით გაორება ხდება და ზოგი ადამიანი ერთზე მეტი მიმართულებით აქტიურობს. შეიძლება ეს იყოს ერთი ურთიერთობების სწრაფად დასრულებისა და ახლის დაწყების ძლიერი სურვილი.

„ვენერა ტყუპში“ არ არის ღრმა, ემოციური და ინტენსიური. აქ ვენერას სიგნიფიკატორი (მმართველი) მერკურია, ამიტომ სიყვარულში წინა მხარეს გადმოდის ვერბალური მხარე. ამიტომ სიტყვა პირადი ცხოვრების დამაბრკოლებელი, დამანგრეველი ან პირიქით, დაწყებისა და შენების საფუძველი ხდება.

ვენერას ტყუპში ინგრესია ცხადია, მნიშვნელოვანი იქნება უპირველესად ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის (ტყუპი, სასწორი და მერწყული) და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა სწორედ ტყუპის ნიშანში აქვთ (მათ ცხოვრებაში მოსალოდნელია 2021 წლის გაზაფხულის შემდგომ განვითარებული ურთიერთობების ერთგვარი შეჯამება მოხდეს)“, - წერს ასტროლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×