დახურვა
სტილი
23.09.2022

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში - 01:00-დან 11:56 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

შემოდგომის დღეღამტოლობის საკრალური დღეა. ჩაიფიქრეთ სურვილები და შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, რადგან რაც მეტ სიკეთეს გააკეთებთ, მით უფრო სასიკეთოდ წარიმართება თქვენი ცხოვრება. მზის ერთი თვით სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, კომუნიკაბელურობას და გონებამახვილობას, დიპლომატიურობას და კომპრომისების მოძიების უნარს, სილამაზის აღქმის და შემოქმედებით ნიჭს, მეორეს მხრივ, შინაგან ეჭვებს და გაორებას, მერყეობას, ორჭოფობას და სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევის საფრთხეს გააძლიერებს.პოზიტიური და ნეგატიური დღე - ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გასაუბრების გავლა და გამოცდების ჩაბარება, ახალი მეგობრების შეძენა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა. ჯანმრთელობა- გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭქვეშა ჯირკვალს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. დღის ფერები და მინერალები - წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, მალაქიტი, სერდოლიკი, ბრილიანტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. ზოდიაქოს ნიშნები - იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

წყარო: „digest.pia.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×