დახურვა
სტილი
24.11.2022

„არ დაიდარდო" ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას მიერ შედგენილ 2023 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ.

ვერძი - დადებითი პერიოდია ნებისმიერი საქმის დასაწყებად, პირდაპირ იუპიტერი გმფარველობთ და ამრავლებს თქვენს სიკეთეებს. მსგავსი პერიოდი, როდესაც იუპიტერი ამ დოზით მფარველობს ვერძებს და ეხმარება ხორცი შეასხან საკუთარ ჩანაფიქრებს, არც ისე ხშირად დგება. აქვე ჩანს სასიყვარულო ქარტეხილებიც, მაღალია დაოჯახების ალბათობა. წლის განმავლობაში მაქსიმალური მოხერხებულობა გმართებთ, ეცადეთ, ყველაფერი მოასწროთ. გამართლებულია გონივრული რისკები. შეიმჩნევა ფინანსური წინსვლა, შესაძლოა, რომ თქვენი სტატუსი ამაღლდეს. იყავით პოზიტიურები და ირწმუნეთ საკუთარი ძალების.

კურო - თქვენ წლის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ, 2023 წელს სამყარო მუდმივად განვითარებისკენ გიბიძგებთ. უმჯობესია, მიიღოთ ყველა ის მოულოდნელობა, რაც მოდის. არაერთხელ მოგიწევთ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა, თუმცა რეზულტატიც საიმედო იქნება. წლის მეორე ნახევრიდან თქვენთან იქნება წარმატების პლანეტა, ამიტომ თამამად განახორციელეთ თქვენი გეგმები. წლის მთავარი გამოწვევა კომფორტის ზონის დატოვება და გაძლიერება-გაფართოებისთვის გზების ძიება იქნება.

ტყუპები - წლის დასაწყისი დატვირთული იქნება სხვადასხვა მოვლენებით, ამბებით, ტყუილებით, რომლებში გამორკვევაც რთული იქნება. წლის დასაწყისში სხვა ადამიანების ცხოვრების აქტიური მონაწილეები იქნებით და გექნებათ განცდა, რომ ვერ აკონტროლებთ სიტუაციებს. მეტად წარმატებული იქნება სასიყვარულო სფერო. მეორე ნახევარში მეტი თავისუფალი დრო გექნებათ, რაც წინსვლისთვის უნდა გამოიყენოთ. სიფრთხილე გმართებთ კონტრაქტებთან. წლის მთავარი გამოწვევა იქნება, რომ შეინარჩუნოთ ფხიზელი გონება და არ მოტყუვდეთ.

კირჩხიბი - მინდა მოგილოცოთ წლის დასაწყისში შავი მთვარე გადის თქვენგან და თავისუფლდებით იმ სიმძიმეებისგან, რაც წინა წელმა მოიტანა. თქვენი წარმატება მეტად შესამჩნევი იქნება წლის მეორე ნახევარში, იგრძნობთ, როგორ მოგეხსნებათ ბორკილები. მოდის ბევრი ახალი შემოთავაზება როგორც ფინანსური კუთხით, ისე პარტნიორული ურთიერთობების. წლის გამოწვევა ცხოვრებაში სიახლეების შემოტანა იქნება.

ლომი - ლომებისთვის წლის დასაწყისი შედარებით რთული იქნება, განსაკუთრებით პარტნიორული ურთიერთობების მიმართულებით. ეცადეთ გადაამოწმოთ ინფორმაციები, რომ ერთი შეხედვით მომგებიანი სიტუაციების გამო არ მოტყუვდეთ. წლის შუა პერიოდში სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება და თქვენი ენერგია საწყის ძლევამოსილებას დაუბრუნდება, გექნებათ ენერგია, რომ ნებისმიერი პრობლემა მოაგვაროთ. საყურადღებოა, რომ მთელი წელი თან გდევთ ცდუნებები. ლომის ყველაზე დიდი ცდუნება სიამაყე და ამპარტავნებაა, ამიტომ გამონახეთ ძალა კომპრომისებისთვის და წელს აუცილებლად წარმატებულად დაასრულებთ. გარემოსგან ჩანს დაპირისპირება, თუმცა უნდა შეინარჩუნოთ თქვენი მეფური სიმშვიდე. ეს პერიოდი არ არის სასიკეთო სიმართლის დამტკიცებისთვის ან კონფლიქტების დავით მოგვარებისთვის.

ქალწული - არ შეგეშინდეთ გაურკვევლობების და ნუ დაკარგავთ საკუთარ ზომიერებას. სასიყვარულო ასპარეზზე ბევრი გამოცდა გელით, ამ პერიოდში თქვენი ენერგია ანათებს და ადვილად იპყრობთ პარტნიორების ყურადღებას. მნიშვნელოვანია, არ ჩამორჩეთ წლის მოვლენებს. მთავარი გამოწვევა ეჭვების და ყოყმანის გადალახვაა.

სასწორი - მოგიწევთ გადასვლა ცხოვრების ახალ რიტმზე, რომელიც უფრო მეტად სწრაფი იქნება. წლის დასაწყისში შესაძლოა თქვენთვის უჩვეულო ქმედებების განხორციელება მოგიწიოთ. გახსოვდეთ, 2023 წელს დიდი განვითარება გელით. წლის მეორე ნახევარში თქვენც გესტუმრებათ სიყვარულის პლანეტა. წლის დასაწყისში აუცილებლად მოაგვარეთ კონფლიქტები, რომ არ გაგრძელდეს და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ გაგყვეთ. მთავარი გამოწვევა იქნება, რომ უარი უთხრათ წყენებს და ჩანასახშივე მოაგვაროთ კონფლიქტები.

მორიელი - გექნებათ ბევრი ენერგია და თავისუფალი დრო, რომ საკუთარ ნებაზე წარმართოთ სიტუაციები. პერიოდულად ჩანს არეულობები ფინანსებთან და ურთიერთობებთან მიმართებაში, მაგრამ ეს აუცილებლად მალევე გაივლის. კონცენტრირდით საკუთარ მიზნებზე. წლის მთავარი გამოწვევა ქაოსის მოწესრიგება და სხვების წარმატების აღნიშვნა იქნება.

მშვილდოსანი - 2023 წელი თქვენთვის დადებითი პერიოდი იქნება, ეს წელი თქვენს ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანს გახდის. სამყარო საჩუქრებს გიმზადებთ. წელს იზრდება თქვენი შემოქმედებითი ენერგია. პირადი ურთიერთობების მიმართულებით წლის დასაწყისია სასიკეთო. მეტი თავისუფალი ენერგია გექნებათ გაზაფხულზე, რაც საკუთარი თავისკენ შეგიძლიათ მიმართოთ, ეს პერიოდი ნაკლებად იქნება დაკავშირებული მძაფრ და ნეგატიურ განცდებთან. წლის შუა რიცხვებში ჩანს დაბრუნებები, წარსული შეცდომები სწორედ ამ პერიოდისთვის იჩენს თავს. მაქსიმალურად ეცადეთ, გათავისუფლდეთ ვალებისგან და გადახედოთ გაცემულ ან მიღებულ პირობებს, ამ ენერგიის განულება მნიშვნელოვანი იქნება თქვენი წარმატებისთვის.

თხის რქა - გავლენები კლავ თქვენს ხელშია. წლის დასაწყისი დაუთმეთ დასვენებასა და განტვირთვას, რადგან მალევე შეეჭიდებით სიახლეებს, სადაც მაქსიმალურად დაგჭირდებათ ენერგიის მობილიზება. ადამიანების მხრიდან წინააღმდეგობა ჩანს, ამიტომ იზრუნეთ თავდაცვაზე. წლის მთავარი გამოწვევა რესურსების სწორად განკარგვა იქნება.

მერწყული - წლის პირველ ნახევარში სატურნი თქვენს ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს. აღარ მეორდება წარსული სცენარები, რჩება ადგილი წინსვლისთვის, თქვენი მოქნილობა და გონიერება პოულობს შედეგს და პროფესიულ, კარიერულ ასპარეზზე დიდი წინსვლა გელით. მთავარი გამოწვევაა ისწავლეთ წარსული გამოცდილებით და აღარ დაუშვათ იგივე შეცდომები.

თევზები - თევზები 2022 წლის ფავორიტ ნიშნად ითვლებოდა და ნაწილობრივ ეს სტატისტიკა 2023 წლის დასაწყისშიც გრძელდება. მფარველი ანგელოზი სწორედ თევზებთანაა ყველაზე ძლიერად, რაც მათგან ზომიერებას, ზედმეტი ემოციებისა და განცდებისგან თავის შეკავებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში მათ მთელი წლის მანძილზე ექნებათ მფარველობა. მთავარი გამოწვევაა გათავისუფლდეთ წარსული ვალებისგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×