დახურვა
სტილი
01.12.2022

დღეს პირველი დეკემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ერთ თვეში ეს წელი დასრულდება. ასტროლოგები დეკემბერს ყველაზე ქაოსურ თვეს უწოდებენ სწორედ ახლა ხდება ე.წ. კოსმიური მოსავლის აღება, ე.წ. წლის კუდის მოქნევა და მთელი წლის შეჯამება. აბა ვნახოთ ვის რა ელოდება ამ თვეში

ვერძი - ძვირფასო ვერძებო, 23 დეკემბრის ახალი მთვარე, თქვენს კარიერაზე მაგიურად იმოქმედებს. ესაა საუკეთესო დრო, რათა მოითხოვოთ დაწინაურება, ხელფასის მომატება, ახალ პოზიციაზე გადაყვანა, ან თუნდაც - ახალი, საოცნებო სამსახურის ძებნა. ახლა, კარიერული ოცნებების და მიზნების ახდენის დროა!

კურო - ძვირფასო კუროებო, ამ თვეში შესაძლოა, იგრძნოთ ღრმა და შინაგანი ცვლილების მოთხოვნილება. 20 დეკემბერს, იუპიტერი, ზრდისა და გაფართოების პლანეტა, თქვენი ნიშნის კარს შემოაღებს. ეს გიბიძგებთ მოშორდეთ ფიზიკურ სამყაროს და სულიერი ტრანსფორმაციის მორევში გადაეშვათ. „ახალი წელი, ახალი მე" - ამ თვეში, ეს ნამდვილად თქვენი დევიზია.

ტყუპები - ძვირფასო ტყუპებო, შესაძლოა, ამ თვეში იმედგაცრუება იგრძნოთ. განსაკუთრებით კი, 7 დეკემბერს, როცა სავსე მთვარე თქვენს ნიშანს გაანათებს. მარსის რეტროგრადულ ძალებთან ერთად, ეს მთვარე იქნება ერთგვარი ცეცხლსასროლი იარაღის ემოციური ინტენსივობა. ეს იქნება ძალიან მძაფრი, ქაოსური მაგრამ ამავე დროს, ლამაზი და დასამახსოვრებელი თვე.

კირჩხიბი - ძვირფასო კირჩხიბებო, ის, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე, ნამდვილად არ არის თქვენი პრობლემა. მით უმეტეს, რომ იუპიტერი, იღბლისა და პოზიტივის პლანეტა, 20 დეკემბერს თქვენი წარმატების და დიდების სახლში შემოვა. თუ მათ სურთ, რომ თქვენზე ჭორაობა გააგრძელონ, ეს შესანიშნავია! ასე კიდევ უფრო ცნობილი გახდებით! ლომი - ძვირფასო ლომები, 20 დეკემბერს, მთელი წლის ნეგატივი წარსულს ჩაბარდება. იუპიტერი, თავგადასავლებისა და გაფართოების პლანეტა, თქვენს მეცხრე სახლში შემოვა, რათა თქვენი სპონტანური ბუნება და სხარტი გონება გაათავისუფლოს. ეს გააღვიძებს თქვენს სურვილს, სცადოთ რაიმე ახალი: მოინახულოთ ახალი ადგილები ან გადადგათ ის ნაბიჯი, რომლისაც ყოველთვის გეშინოდათ.

ქალწული - ძვირფასო ქალწულებო, 29 დეკემბერს, როდესაც მერკურის რეტროგრადული მოძრაობა დაიწყება, შეიძლება იგრძნოთ ემოციური ბლოკები ან ისეთი შეგრძნება, თითქოს "ნაპერწკალი" გაქრა. შესაძლოა, ამ დროს, კვლავ დაბრუნდეს წარსულის გადაუჭრელი რომანტიკული საკითხები. მაგრამ მოემზადეთ, ახლა საბოლოოდ დახურავთ ყველა მივიწყებულ თემას.

სასწორი ძვირფასო სასწორებო, 20 დეკემბერს, როდესაც იუპიტერი, თავგადასავლების პლანეტა, თქვენი პარტნიორობის მეშვიდე სახლში გადავა, უამრავ რომანტიკულ, მეგობრულ თუ საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. თუ ამჟამად შეყვარებული ხართ, დიდი შანსია, რომ ამ ტრანზიტმა, ურთიერთობის მნიშვნელოვანი განვითარება გამოიწვიოს. მაშ, მზად ხართ ახალი ეტაპისთვის?

მორიელი - ძვირფასო მორიელებო, 20 დეკემბერს, როდესაც იუპიტერი, ზრდის და გაფართოების პლანეტა, კარიერის მეექვსე სახლში გადავა, აღმოაჩენთ, რომ ადვილია იყოთ ორგანიზებული და მიზანმიმართულად გაუმკლავდეთ ყოველდღიურ რუტინას. დამატებით, მეექვსე სახლი მართავს შინაურ ცხოველებს, რაც ნიშნავს, რომ ამ ტრანზიტმა, შესაძლოა, თქვენს სახლში, საყვარელი ლეკვი შემოიყვანოს!

მშვილდოსანი - ძვირფასო მშვილდოსნებო, მიუხედავად იმისა, რომ თვის დასაწყისი შეიძლება ხისტი იქნება, როდესაც იუპიტერი რომანტიკის და შემოქმედების მეხუთე სახლში შემოვა, ყველაფერი „დარბილდება". ეს კი, არა მხოლოდ რომანტიკული ნაპერწკლების წინაპირობაა, არამედ, მოსალოდნელია შემოქმედებითობის ნამდვილი ქარცეცხლიც! თხის რქა ძვირფასო თხის რქებო, 23 დეკემბერს, ახალი მთვარე თქვენს ნიშანს გაანათებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა გაქვთ ვალდებულება გააძლიეროთ საკუთარი თავი და საკუთარი იმიჯი. ის, თუ როგორ ხედავთ საკუთარ თავს, პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ ვინ ხართ რეალურად. დიახ, ეს ძალიან პერსონალური თვეა!

მერწყული ძვირფასო მერწყულებო, 20 დეკემბერს, როდესაც იუპიტერი, ზრდისა და გაფართოების პლანეტა, კომუნიკაციისა და ახლო მეგობრების მესამე სახლში გადავა, უფრო მეტ დროს დაუთმოთ ადამიანურ ურთიერთობებს. თუ გსურთ, რომ თქვენი დიდი იდეები სხვებს გაუზიაროთ და ხელი შეუწყოთ ინტელექტუალურ განვითარებას, მაშინ, ეს ახალი წლის იდეალური დასაწყისი იქნება.

თევზები ძვირფასო თევზებო, სულიერი მღელვარებისგან, თქვენ 20 დეკემბრისთვის დაისვენებთ. სწორედ ამ დროს, იუპიტერი გამოვა თქვენი ნიშნიდან და ვერძის ნიშანში გადავა. ეს კი, გაააქტიურებს მეორე სახლს, რაც მართავს ფულს, სტაბილურობას და თვითშეფასებას. ეს ნიშნავს, რომ ახალი წლიდან, შემოსავლის მძლავრი პერიოდი, დაიწყება - 2023 წლის განმავლობაში, დიდი შანსია, რომ იმაზე მეტი დააგროვოთ, ვიდრე ოდესმე!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×