დახურვა
სტილი
16.07.2021

გთავაზობთ 2021 წლის აგვისტოს თვის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ნახეთ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით აგვისტოში ფინანსური კეთილდღეობა.

♈ვერძი

აგვისტო ხელსაყრელი პერიოდია ფინანსური საქმეებისთვის, თუმცა არსებობს რისკი, რომ თვის მეორე ნახევარი ნაკლებად წარმატებული იქნება. ვერძებმა თვის დასაწყისისთვის შესაძლებლობის მიხედვით უნდა დაგეგმონ საკუთარი შემოსავლები და ხარჯები. თავიდანვე შეეგუეთ, რომ ყველაფერს 100%-ით ვერ შეასრულებთ.

♉კურო

აგვისტო კუროებს ბევრ შესაძლებლობას ჰპირდება დასახული მიზნის მისაღწევად. იმისთვის, რომ ზაფხული მათთვის ხელსაყრელად დაიწყოს, ვერძებისთვის ასტროლოგების რეკომენდაციაა, დაგროვილი პრობლემები მოაგვარონ.

♊ტყუპები

აგვისტოში ტყუპებს დიდი შანსი ექნებათ გაზარდონ თავიანთი ანაზღაურება და წარმატება მიიზიდონ. ტყუპებს ვარსკვლავები ურჩევენ, დასვენებისათვის საჭირო დანახარჯებისთვის ადრიანად დაიწყონ მზადება. სპონტანურად არ იმოქმედებთ.

♋კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ზაფხულის ბოლოს მშვიდი პერიოდი ელოდებათ. ვალებთან გამომშვიდობებას ვარსკვლავები კირჩხიბებსაც ურჩევენ. საკუთარ თავს ისეთ „ხმამაღალ" დაპირებებს ნუ მისცემთ, რომელთა შესრულებაც არ შეგიძლიათ.

♌ლომი

ლომების კეთილდღეობა აგვისტოში დამოკიდებული იქნება მათ ძლიერ მხარეებზე. მნიშვნელოვანია, მეტისმეტად არ დაიტვირთოთ მოვალეობებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი შემოსავალი ძალების აღდგენაზე, სტრესისგან გათავისუფლებასა და დასვენებაზე დაგეხარჯებათ. ლომები ფინანსურ და საქმიან სფეროში შეიძლება სწორ გზას ასცდნენ შემთხვევითი ემოციების გამო, ამიტომ მათ არა გრძნობებით, არამედ გონებით უნდა იხელმძღვანელონ.

♍ქალწული

ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს ასტროლოგები აფრთხილებენ, რომ აგვისტოში უმჯობესია ინტუიციას და საკუთარ ძალებს ენდოთ. ქალწულებს ვარსკვლავები ურჩევენ, თავიანთ საქმიანობაში შეფერხებები თავიდან აიცილონ. ქალწულებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ წარმატების მისაღწევად, უმოქმედობა არაფერში გამოგადგებათ.

♎სასწორი

აგვისტოში სასწორის კოზირი იქნება ფულის სწორად განკარგვის და სხვების მოსაზრებების გათვალისწინების უნარი. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის რეკომენდებულია დროულად დაისვენონ. პრიორიტეტად ნუ გაიხდით ფულის შოვნას და ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება.

♏მორიელი

ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახალი ფინანსური შესაძლებლობების მოძიებაში დაეხმარებიან და ფორტუნას მათ სასარგებლოდ განაწყობენ. უარყოფით ემოციებს შეუძლია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს მორიელების ფინანსურ მდგომარეობაზე და მათი ბიუჯეტი მინიმუმამდე შეამციროს. მორიელებმა უნდა გადახედონ ფულთან დამოკიდებულებას.

♐მშვილდოსანი

მშვილდოსანს შეუძლია აგვისტოში არაერთი მომგებიანი გარიგება დადოს. მათ ასტროლოგები ურჩევენ, გათავისუფლდნენ იმისგან, რაც ფინანსურად გაძლიერებაში ხელს უშლით. სასარგებლო იქნება დანახარჯების სიის შედგენა.

♑თხის რქა

შესაძლოა მოულოდნელი შემოსავლები გამოგიჩნდეთ. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი მოგება, ანაზღაურებადი შეკვეთა, ხელფასის მატება ან პრემია. რეკომენდებულია თხის რქებმა ფინანსური სახსრები პროფესიულ ზრდაში ჩადონ.

♒მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ იფიქროთ იმაზე, თუ რა მიზნები უნდა დაისახოთ აგვისტოსთვის, რომლებიც პირველ რიგში უნდა შესრულდეს. მერწყულებმა შესაძლებელია ცხოვრების პირობები შეიცვალონ, რაც გარკვეულ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული.

♓თევზები

თევზებს არ აწყენდათ სითამამე ფინანსების განკარგვაში. ფული ზუსტად თვითგანვითარებაზე, სწავლაზე ან მოგზაურობაზე უნდა დახარჯოთ. გარკვეული ფინანსური საკითხები სასიყვარულო სფეროს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×