დახურვა
სტილი
21.01.2023

ენერგეტიკული კუთხით, ნებისმიერი თვის ახალი მთვარე ძალიან ჰგავს ახალ წელს: შეგიძლიათ გეგმების დასახვა და სურვილების ჩაფიქრება - მათი ახდენის შანსი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სუფთა გონებით უნდა გაკეთდეს, ვინაიდან 2023 წლის იანვარში ახალი მთვარე ჩინურ ახალ წელს ემთხვევა. ამ დღის ენერგია გაორმაგებულია და იმის შანსები, რომ ყველა სურვილი აგიხდებათ, ძალიან დიდია.

წელს ახალი წელი კვირას, 22 იანვარს მოდის. მისი აღნიშვნა წინა საღამოს დაიწყება, ახალი წლის პირველ დღეს (21 იანვარს) და გაგრძელდება 9 თებერვლამდე, ტრადიციულად დაგვირგვინდება ფარნების ფესტივალით.

ახალი მთვარის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ის საკუთარი ცხოვრების წარმართვის საშუალებას გვაძლევს.

„ღამე, 00:56 საათზე აღმოსავლური კალენდრით, შემოდის კატა-კურდღელი.

ვეფხვი დაგვემშვიდობება და ჩვენ უკვე ვიწყებთ ახალი წლის ენერგოველში შესვლას.

იყავით ყურადღებით, დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, ამიტომ ყველა ნიშანს გარკვეული პატარა სირთულეები ექნება.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი რამ ემატება, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მეცამეტე ახალმთვარეობა.

ეს არის ახალმთვარეობა - 21 იანვარი, დღის პირველი ნახევარი, შაბათი და 22 იანვარი - 00:56 საათზე, ახალმთვარეობაზე შემოდის კატა-კურდღელი.

კვირა ცოტა მეტ ყურადღებას ითხოვს, თან ეს მაგნიტური დღეებია", - ამბობს ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი.

ამასთანავე გაზრდილია ენერგია და შესაძლოა, ამ ღამით ჩაფიქრებული კეთილი სურვილები აგისრულდეთ.

აიღეთ, კალამი და ფურცელი და ჩამოწერეთ თქვენთვის სასურველი სურვილები აწმყო დროში, თითქოს ისინი უკვე თქვენია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×