დახურვა
სტილი
20.07.2021

ასტროლოგი, დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გვირჩევს თუ როგორ უნდა შევხვდეთ ზაფხულის უიშვათეს მოვლენას.

როგორც თავად ამბობს, მხოლოდ ამ ზაფხულსაა ის იშვიათი მოვლენა, რა დროსაც წლის განმავლობაში 2 სავსე მთვარე ერთ ნიშანში ხვდება.

„ამ ზაფხულს იმ იშვიათ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც წლის განმავლობაში 2 სავსე მთვარეა ერთ ნიშანში (24 ივლისი და 22 აგვისტო) საუბარია მერწყულზე, რომელსაც ურანი მართავს სიახლეებისა და ცვლილებების მოყვარული, რევოლუციური მიდგომების, ხანდახან შოკის მომგვრელი ხასიათით.

ურანს არ უყვარს სტაგნაცია, არც ტრადიციებს დაეძებს და ყველანაირ განსხვავებულსა და მრავალფეროვანს გაშლილი ხელებით ეგებება. მაშინ, როდესაც ურანი კუროშია, ნიშანში, რომელიც ხშირად გაურბის სიახლეებსა და ცვლილებებს, თავს ნამდვილად ვერ გრძნობს კომფორტულად. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მერწყულიდან სატურნიც დაძაბული ასპექტით ამძაფრებს მის გათავისუფლებისა და რევოლუციების სურვილს, დიდი შანსია, სწორედ კუროსეულად მყარად ჩამჯდარი სტერეოტიპებისა და ღირებულებების ნგრევასთან გვქონდეს საქმე. ისევ იქ გვსურს ყოფნა, სადაც წლების წინ ვიყავით?

ვერა, ვერ დავრჩებით ისევ იქ. გვინდა თუ არა, მოგვიწევს მივიღოთ განსხვავებული აზრი, ახალი ხედვები, ნებით თუ ძალით, მოგვიწევს ერთმანეთის განსხვავებულობის მიღება, იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, ვინც არ არის ჩვენნაირი. მოგვიწევს, აღმოვაჩინოთ ხიბლი მრავალფეროვნებაში. იქნება დედამიწაზე ადგილები, სადაც ეს პროცესები მსუბუქად, მარტივად, მშვიდად და ბუნებრივად წარიმართება და იქნება ისეთებიც, სადაც ხმაურით და ერთმანეთის ცემა-ტყეპით მოხდება მოსახდენი. საბოლოო შედეგი იქნება ერთი: ვცხოვრებთ სამყაროში, სადაც მივიღებთ ერთმანეთს, ისეთებად, როგორიც ვართ. აქ სხვა არჩევანი არ არსებობს. მაგრამ იქამდე მისასვლელი უამრავი გზა არსებობს.

ჯერ სტელიუმი მერწყულში, ურანი კუროში, 2 სავსე მთვარე მერწყულში, ივლისის ბოლოდან იუპიტერიც ისევ მერწყულს დაუბრუნდება... ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. სამყაროს რაღაცის თქმა სურს, მინიშნება, რომელიც უნდა მივიღოთ, გავიგოთ, გამოვიყენოთ. დროა, შევიცვალოთ, შევცვალოთ დამოკიდებულებები, ხედვები, გავთავისუფლდეთ ძველისგან და მივიღოთ სიახლეები, გავითავისოთ ახალი ღირებულებები და პატივი ვცეთ ერთმანეთს. დროა, ვიმეგობროთ...

ანალოგიური თემებია აქტუალური პიროვნულ დონეზეც. სად, რა ხდება ჩვენი ინდივიდუალური ხიბლი? რით გამოვირჩევით სხვა ადამიანებისგან? რა ქმნის ჩვენს პიროვნებას? ურანის მინიშნება ზუსტად ისაა, რომ მხოლოდ ჩვენი ინდივიდუალიზმითა და განსხვავებულობით შეგვიძლია შევქმნათ ის რეალობა, რომელიც გადაგვარჩენს და ამავე დროს ბედნიერებას მოგვანიჭებს. აღარ არის დრო, როდესაც ჩვენ მასა უნდა ვიყოთ, ვაკეთოთ რამე ძალით ან ის, რასაც გვკარნახობენ, გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც სხვები და ა.შ. დროა, ჩვენებურად, ჩვენი ფერებით ვანათოთ და ვიკაშკაშოთ.“- წერს ასტროლოგი დავით ნიბლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×