დახურვა
სტილი
22.07.2021

საცურაო აუზში კორონავირუსის გადაცემის ალბათობა ძალზე დაბალია. ამის შესახებ ლონდონის იმპერიის კოლეჯის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული. ინფორმაციას swimming.org ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, საცურაო აუზის წყალში ვირუსის ინაქტივირება 30 წამში ხდება.

კვლევები Swim England-მა Water Babies-თან ერთობლივად ჩაატარა. ექსპერიმენტის ავტორები შედეგებით კმაყოფილები არიან.

ერთ ლიტრ წყალზე 1,5 მგ ქლორის დამატება კორონავირუსის გავრცელების ალბათობას 1000-ჯერ ამცირებს და ის 30 წამის შემდეგ ქრება. ექსპერიმენტის ავტორებმა ვირუსი ქლორიან წყალში სპეციალურად გაუშვეს და დაადგინეს, რომ ის ვერ გადარჩა.

კვლევის მონაწილეთა განცხადებით, სწორი მოქმედების შემთხვევაში საცურაო აუზები იქ მისული ადამიანებისთვის სრულიად უსაფრთხო ადგილს წარმოადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×