დახურვა
სტილი
27.03.2023

თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში მყოფი მაშველი საოცარ ამბავს იხსენებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება.

„როდესაც დანგრეული სახლის ერთ კედელთან ექსკავატორი მივიყვანეთ და დაშლა უნდა დაგვეწყო, მოვიდა ქალი და გვითხრა – გაჩერდით, გაჩერდით, ეგ არ ქნათ, – გვიყვიროდა. ჩემი ორი შვილია ამ კედლის უკან და ზუსტი კოორდინატები მოგვცა. გვევედრებოდა, რომ დავხმარებოდით და გვეშველა მათთვის. ყველანი იქ ვიყავით, ყველამ დავინახეთ, მაშველებმა, ექსკავატორის მძღოლმა. ეს მიწისძვრის მეხუთე დღე იყო.

გავაჩერეთ ექსკავატორი და მაშველებმა შეამოწმეს ეს ადგილი. იქიდან 2 ბავშვი გამოიყვანეს. თუმცა, მანამდე შემოწმებული იყო სპეციალური ხელსაწყოებით და სიცოცხლის ნიშანწყალი არ იყო.

მაშველებმა დაიწყეს ყვირილი – ჩვენ ვიპოვეთ თქვენი შვილები! როცა ეს გაიგონა, უფროსმა, 13 წლის ბიჭმა თქვა – დედა 4 წლის წინ გარდაიცვალა. ის ქალი გაქრა, ვერავინ იპოვა. ყველას გაუკვირდა, მუხლებზე დაეცნენ და ლოცვა დაიწყეს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×