დახურვა
სტილი
18.05.2023

ასტროლოგი რამაზ გიგაური გამარჯვების პლანეტის იუპიტერის კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „იუპიტერის ინგრესია და ციკლები:16 მაისი - კუროს ნიშანში გადასვლა 4 სექტემბერი - რეტროგრადული ფაზა 31 დეკემბერი - დირექტიული ფაზა (2024) - ტყუპის ნიშანში გადასვლა 16 მაისს, თბილისის დროით 21:20 საათზე პლანეტა იუპიტერი კუროს ზოდიაქოში გადავიდა და აქ 2024 წლის 26 მაისამდე დარჩება. ასტროლოგიაში პლანეტა იუპიტერი - წარმატებას, გამარჯვებას, განვითარებას და პროგრესს მართავს. კურო კი - მიწიერი, მატერიალური ნიშანია. აქედან გამომდინარე, იუპიტერის ეს ინგრესია პირველ რიგში მოიტანს მატერიალური ფორმებთან დაკავშირებულ ცვლილებებს და განვითარებას. თუ იუპიტერის წინა (ვერძში) ინგრესია (2022 წლის 11 მაისიდან 2023 წლის 16 მაისამდე) დაკავშირებული იყო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებასთან, ინიციატივის გამოჩენასთან და ლიდერული თვისებების გამოვლენასთან, მისი კუროში ინგრესია უკვე დაუკავშირდება ამ ყველაფრის მატერიალურ ფორმაში გადატანას. მიმდინარე პერიოდი საინტერესოა ასევე იმიტომ, რომ დასრულებულია „დაბნელებების დერეფანი", ასევე დასრულდა რეტროგრადული მერკურის ციკლი და იუპიტერიც თავის მხრივ ახალ ციკლს მატერია, ამიტომ ბევრი რამ გადაეწყობა. ადამიანები ბევრ რამეს ახლიდან ისწავლიან, რადგან იუპიტერი (სატურნის მსგავსად) - ერთგვარი მასწავლებელია (ინდურ ასტროლოგიაში იუპიტერს საერთოდ „გურუ" ეწოდება), ამიტომ ბევრი ადამიანის მსოფლმხედველობა შეიცვლება. მათ ექნებათ ახალი, ენერგიული სტიმული, რომ დაიწყონ ის ცვლილებები, რომლებსაც ამდენი ხანი ელოდნენ (კურო - იუპიტერის გაფართოვების, ექსპანსიის და გამრავლების უნარს მატერიალურ ფორმას შესძენს). ასე რომ, შემდეგ ერთწლიან პერიოდში იუპიტერის „მასპინძელი" (მმართველი) პლანეტა ვენერა ხდება, რომელიც უპირველესად მატერიას, ფულს, სხეულს, მიწას, ხელოვნებას, სილამაზეს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ადამიანებს გაუჩნდება ძლიერი სურვილი: უფრო მეტად დაკავდნენ ხელოვნებით; თავის გარშემო შექმნან სილამაზე; იზრუნონ თავის თავზე, თავის სხეულზე, სწორად იკვებონ, ივარჯიშონ და სხეულის სილამაზეზე იზრუნონ; დაკავდნენ კულინარიით და მეტი სიახლეები შეიტანონ კვების რეჟიმში; გაზარდონ ფინანსური შემოსავლები; უფრო კომფორტულად და ლამაზად მოაწყონ საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე; გაამრავლონ მცენარეები და უფრო „მწვანე" გახადონ ის სივრცე, სადაც უხდებათ ყოფნა. იუპიტერის კუროში ინგრესია და ზოდიაქოს ნიშნები: ვერძი - მათთვის საინტერესო ფინანსური ასპექტი იქნება. მოუწევთ შეცვალონ ფინანსური სტრატეგია და ამ კუთხით ახალი პროექტები წამოიწყონ, შექმნან ახალი მარაგები ან გახდნენ უფრო მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები. კურო - ახალი ინიციატივების გამოვლენის პერიოდი იქნება. ეს არის ახალი, თორმეტწლიანი ციკლის დასაწყისი და მნიშვნელოვანი იქნება ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს როგორი კონკრეტული მიზნები და გეგმები გააჩნიათ. ეს არის ახალი ხედვის ჩამოყალიბების და ინიციატივების გამოვლენის პერიოდი. - ეს იქნება წარსულის გააზრების და მისი შეცვლის პერიოდი. შესაძლებელი გახდება ყველა და ყველაფერი ზედმეტისგან გათავისუფლება. ეს ადამიანები იოლად შეძლებენ წარსულის ნეგატიური გავლენის თავის დაღწევას. კირჩხიბი - ცვლილებები იქნება მეგობრების, თანამოაზრეების კუთხით. ამ კუთხით მოსალოდნელია მოხდეს ძველის ახლით ჩანაცვლება. გაფართოება სოციალური წრე და მოიმატებს სოციალური აქტივობაც. ლომი - კიდევ უფრო გაძლიერდება ამბიცია და გაჩნდება კარიერული წინსვლის ძლიერი სურვილი, რაც ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უბიძგებს საქმიან პროექტებში და კარიერაში გაბედული მოქმედებებისკენ. ქალწული - მათ გაუჩნდებათ საკმარისი ენერგია, რომ ისწავლონ, მიიღონ როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლება, გაიფართოონ ცნობიერება, დაინახონ ახალი ჰორიზონტი, იმოგზაურონ და წარმატებებს მიაღწიონ უცხოეთთან დაკავშირებულ პროექტებში.სასწორი - ეს იქნება საკუთარი თავის, შესაძლებლობების „გახსნის" პერიოდი. ბევრი მათგანი შეძლებს კრიზისული სიტუაციების მოგვარებას, თუმცა მოსალოდნელია განიცადონ გარკვეული ტრანსფორმაციაც, რაც აბსოლუტურად განსხვავებულად დაანახვებთ სამყაროს. არ არის გამორიცხული ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურებაც. მორიელი - წარმატებული იქნება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, მათ შორის ქორწინება და განქორწინებაც კი. რაც უკავშირდება საქმიან თუ სასიყვარულო პარტნიორობას, ეს ყველაფერი შემდეგი ერთწლიან პერიოდში ამ ადამიანებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდება. მშვილდოსანი - ეს საქმიანი ცხოვრების პერიოდი. წინ წამოიწევს ყველა საკითხი, რომელიც სამსახურს, საქმიან სფეროს და რუტინას უკავშირდება. არ არის გამორიცხული სამსახურებრივი ადგილის შეცვლაც. გარდა ამისა, გააქტიურდება ჯანმრთელობასთან და გამაჯანსაღებელ პროცედურებთან დაკავშირებული საკითხებიც. თხის რქა - მათ ცხოვრებაში საინტერესო პერიოდი დაიწყება, რომელიც სასიკეთოდ იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე, რომანტიკულ ურთიერთობებზე, სასიყვარულო სფეროზე, შემოქმედებით საქმიანობაზე, ასევე ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მერწყული - წინ წამოიწევს ოჯახური ცხოვრებასთან, ასევე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. არ არის გამორიცხული, ამ ადამიანებს გაუჩნდეთ საცხოვრებელი სივრცის შეცვლის სურვილი. გარდა ამისა, მოსალოდნელია ეს იყოს იმ რთული საკითხების დასრულება, რომლებსაც დიდი ხანია ვერ ასრულებენ. 👉 თევზები - ეს პერიოდი ამ ადამიანების ცხოვრებაში მოიტანს ახალ კომუნიკაციას, ცვლილებებს უახლოეს გარემოცვასთან, ნათესაობასთან, ნაცნობებთან დაკავშირებით. შესაძლოა ეს იყოს ბევრი ინფორმაციის მიღება, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში მათ წარმატების მიღწევასაც შეუწყოს ხელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×