დახურვა
სტილი
29.05.2023

დედამიწა უარყოფით ენერგოველს ტოვებს, რაც დადებითი იქნება ზოდიაქოს გარკვეული ნიშნებისთვის. მიმდინარე კვირა იქნება გარდამტეხი, რის გამოც მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელის თქმით, მიმდინარე კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა.

„გარკვეულ წილად გარდამტეხი კვირაა უკეთესობისკენ, მაგრამ პირველი სამი დღე( დღეს, ხვალ, ზეგ) ცოტა სიფრთხილე გვჭირდება, რადგან დედამიწა გამოდის უარყოფითი ენერგოველიდან.

ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი იქნება გაცილებით უკეთესი.

კვირას სიფრთხილეა საჭირო, რადგან სავსემთვარეობაა (მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქალურ ღერძზე). ამ დღეს კარგია მეტი იუმორი, ვარჯიში, ლაშქრობები და ამით ენერგია დაიხარჯება. კვირას არანაირი ახალი საქმეები და მათი გარჩევა, არავითარი აგრესია.

ამ კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე (ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა). ხედავთ, რომ ამინდიც იცვლება, რაც საყურადღებოა. ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წნევას.

დღეს, ხვალ და ზეგ დღის პირველი ნახევარი გაიარეთ ფრთხილად. ამის შემდეგი კვირა ბევრად უკეთესი და წარმატებული იქნება. ჰაერის და ცეცხლის ნიშნებს საკმაოდ კარგი პერიოდი აქვთ", - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×