დახურვა
სტილი
03.06.2023

4 ივნისის სავსემთვარეობა ასტროლოგიაში მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება და ამბობენ, რომ აღნიშნულ დღეს სურვილის ჩაფიქრებას სულ სხვა ძალა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ უძველესი დროიდან მიიჩნევა რომ მთვარე ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, მთლიანად ცვლის მის ყოველდღიურობასა თუ ხასიათს.

რა არ უნდა გააკეთოთ ვარდისფერი სავსე მთვარის დროს?

ამ დღეს მკაცრად აკრძალულია ჩხუბი, აურზაური და პანიკა.

სავსე მთვარე მშვილდოსნის ნიშანში იქნება. ამიტომაც, ადამიანები ამ დღეს იმპულსური ქმედებებით ხასიათდებიან. შესაძლოა, მცირე კამათი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომ, ამ მიმართულებით, ფრთხილად იყავით და მოერიდეთ დაპირისპირებას, თუ შესაძლებელია, გადადეთ მოლაპარაკებები, ნუ გაუხსენებთ ახლობლებს ძველ წყენებს - მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დღეს ადამიანები მომატებულ ემოციურ ფონს იგრძნობენ და სულ მცირე ბიძგიც კი საკმარისი იქნება, რომ კონფლიქტი წარმოიშვას.

ნუ მოაწყობთ ხმაურიან წვეულებებს. შეეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ.

საკუთარ თავზე ფოკუსირდით და თქვენს შიშსა და კომპლექსებზე დაფიქრდით. აუცილებლად მიხვდებით, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ თავი მშვიდად და ბედნიერად იგრძნოთ.

ამ დღეს განსაკუთრებით ფრთხილად იყავით სიტყვებთან - უმჯობესია, თუ სხვებზე ნეგატიურად არ ისაუბრებთ. შესაძლოა, ეს სიტყვები ბუმერანგის პრინციპით უკან დაგიბრუნდებათ.

როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი ისე, რომ აგვისრულდეს?

ამ დღეს საკუთარი მიზნები და სურვილები ზუსტად ჩამოაყალიბეთ. ითვლება, რომ სამყაროს ჩვენი ყველაზე უკეთ ესმის. ჩამოწერეთ სანუკვარი ოცნებების შესახებ, ხმამაღლაც გაიმეორეთ და სთხოვეთ სამყაროს, რომ ასრულებაში დაგეხმაროთ.

ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სანთელიც - პატარა ფურცელზე დაწერეთ თქვენი სურვილი, გადაახვიეთ წვრილად და სანთლის ცეცხლით დაწვით. ნარჩენები კი ჰაერში გაფანტეთ. იფიქრეთ პოზიტიურ ამბებზე, ყველა გამართლებასა და კეთილ საქმეზე, რომლებიც აქამდე თქვენს ცხოვრებაში ყოფილა, მადლობა უთხარით სამყაროს ამისთვის და ბევრად მეტ და უკეთეს შესაძლებლობას მიიღებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×