დახურვა
სტილი
16.08.2021

იაპონელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ცხოვრების წესს შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ორგანიზმში კორონავირუსის განვითარებასა და მოსალოდნელ შედეგებზე. ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი ბანა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მსოფლიოს ყველა წერტილში ყოველდღიურ რუტინად იქცა, სადეზინფექციო ხსნარი კი ისეთივე აუცილებელ ატრიბუტად იქცა, როგორიც, მაგალითად, მობილური ტელეფონია.

ამავდროულად, ექიმები და მეცნიერები ყურადღებით სწავლობენ ვირუსს და ავრცელებენ სიახლეებს დესტრუქციული დაავადების დეტალებზე. იაპონელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ანტისხეულების რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენს ცხოვრების წესზე. მავნე ჩვევები, განსაკუთრებით კი მოწევა მნიშვნელოვნად ართულებს კორონავირუსის 

მიმდინარეობის პროცესს ორგანიზმში.

ხანგრძლივი კვლევის დროს ვირუსოლოგებმა შენიშნეს, რომ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან სამი თვის შემდეგ მწეველ ადამიანთა სისხლში ანტისხეულების კონცენტრაცია ნორმაზე დაბალი იყო 140-250 ერთეულით, სქესის მიუხედავად. რეკომენდაციების მიხედვით, მოწევის შეწყვეტამ აცრამდე და აცრის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიძლება გააუმჯობესოს მისი ეფექტურობა. გარდა ამისა, მოწევა თავისთავად ზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკს. გამონაკლისი არც ელექტროსიგარეტია.

მწეველებს აქვთ მძიმე ავადმყოფობის მაღალი რისკი, რადგან მათი ფილტვები უკვე დაზიანებულია. განსაკუთრებით საფრთხილოა კორონავირუსი, რადგან მისი სამიზნე სწორედ ფილტვებია. მწეველებს მარტივად შეიძლება განუვითარდეთ როგორც ზოგადი სისუსტე, ასევე სხვა ქრონიკული დაავადებები.

”მოწევა, რომელიც ზრდის რესპირატორული ინფექციების, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და დიაბეტის რისკს, ასუსტებს იმუნურ სისტემას, უფრო დაუცველს ხდის პაციენტებს COVID-19-ის მიმართ, აუარესებს დაავადების სიმძიმესა და მის შედეგებს. სტატისტიკა კი ამ არგუმენტებს ადასტურებს: მოწევა 14-ჯერ ზრდის დაავადების პროგრესირების ალბათობას“, - ნათქვამია თერაპიის ეროვნული კვლევითი ცენტრის ვებგვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×