დახურვა
სტილი
19.08.2021

წინასწარმეტყველების უნარი მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს აქვს, ზოგში კი იმდენად გამძაფრებულია, რომ უმნიშვნელო მინიშნების, სიზმრისა თუ ინტუიციის წყალობით, ადამიანი წინასწარ გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს. შესაძლოა, ასეთი ნიჭი, ადამიანში გენეტიკური კოდითაც იყოს ჩადებული და თუ რომელიმე წინაპარი ამ უნარით გამოირჩეოდა, არ არის გამორიცხული, ის შთამომავალზეც გადავიდეს. ძალიან ხშირად, ადამიანის ორგანიზმი მოსალოდნელ უბედურებასა თუ ბედნიერებას წინასწარ გრძნობს და ამაზე მინიშნებებსაც გვაძლევს. ამიტომ საჭიროა, უფრო მეტად იყოთ ორიენტირებული გარემოებებზე, ყველაფერს კარგად დააკვირდეთ, და რაც მთავარია, ყველა მოვლენა გააანალიზოთ. აუცილებელია, ნებისმიერი ჩვენგანი მეტი ყურადღებით მოეკიდოს ზემოდან მოსულ მინიშნებებს და ამის შესახებ, სწორედ, ჩვენი ორგანიზმი გვაწვდის წინასწარ ინფორმაციას. ადამიანებმა ინტუიციასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში. ის უმეტეს შემთხვევაში არ ცდება და არც ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მაგალითად, როცა შვილს რამე საფრთხე ელის, დედა ამას ქვეცნობიერად გრძნობს და ორგანიზმიც გარკვეულ მინიშნებას აძლევს. კერძოდ, გულისცემა ნელდება ან პირიქით, ჩქარდება, ადამიანი ადგილს ვერ პოულობს და თავს უცნაურად გრძნობს.

ცრურწმენებშიც გარკვეული წინასწარმეტყველური ელემენტებია ჩადებული. მათი არსებობა საუკუნეებს ითვლის და ამას აუცილებლად უნდა გაუწიოთ ანგარიში. უძველესი ტომებიც საკრალური მინიშნებებით ცხოვრობდნენ. ისინი, დღევანდელი ცრურწმენებია. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს უადგილოდ და გაუაზრებლად წამოსროლილ სიტყვას და ფიქრსაც კი. მან შესაძლოა, დიდი უბედურება და განსაცდელი მოგიტანოთ. დააკვირდით, თუ ვინმეს ნახვა არ გსურთ და მასზე ხშირად ფიქრობთ, გულში ხშირ-ხშირად ახსენებთ მის სახელს, ის აუცილებლად გზაში შეგხვდებათ ან სახლში გესტუმრებათ. ასე რომ, რაც მეტად იფიქრებთ კარგსა და სასურველ ადამიანებზე, მით უკეთესია თქვენთვის.

არ მოადუნოთ გონება, ყურადღებით იყავით და თავად განჭვრიტეთ, რა გელით მომავალში. დააკვირდით საკუთარი სხეულის მდგომარეობას და ის ამის შესახებ, თავად გამცნობთ. რატომ არის, რომ თუ ცხვირი მოგეფხანათ, აუცილებლად სტუმარი შემოაღებს კარს; თუ მარცხენა ხელისგული მოგეფხანათ, ფული „მოდის“ და თუ ყური და ლოყები გეწვით, მაშინ თქვენზე ჭორაობენ... ყოველი მათგანი დაკვირვების შემდეგ დადებული დასკვნაა და უნდა გაითვალისწინოთ ის, რაზედაც საკუთარი სხეულის ენა „გესაუბრებათ“.

ასე რომ, ნებისმიერ ადამიანს აქვს უნარი, თავად შეიგრძნოს შესაძლო საფრთხე, გაიაზროს მოვლენები და შესაბამისად იმოქმედოს. ამას კი, უბრალოდ, საღი აზროვნება, დაკვირვებული თვალი და ადეკვატური მოქმედება სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×