დახურვა
სტილი
28.08.2021

შე­მოდ­გო­მა­ზე კუ­რო­ებ­სა და ტყუ­პებს ხან­მოკ­ლე რო­მა­ნე­ბი, სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გე­ლით, რო­მა­ნი შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლი­ვი და სა­ბე­დის­წე­რო არ იყოს, მაგ­რამ დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გაქვთ. ლომს, სას­წორ­სა და თხის რქას კი ნამ­დვილ სიყ­ვა­რულ­თან გე­ლით შეხ­ვედ­რა. აი, თევ­ზებს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნის გაბ­მას არ გირ­ჩევთ. უმ­ჯო­ბე­სია, სამ­სა­ხურ­ში საქ­მე­ზე იყოთ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი; გრძნო­ბე­ბი სა­მუ­შაო პრო­ცესს შე­გი­ფერ­ხებთ.

კი­დევ ვის გა­უ­ღი­მებს ფორ­ტუ­ნა და ვინ შეხ­ვდე­ბა სიყ­ვა­რულს სექ­ტემ­ბერ­ში, ოქ­ტომ­ბერ­სა და ნო­ემ­ბერ­ში? გა­ვარ­კვი­ოთ თქვე­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ნიშ­ნის მი­ხედ­ვით.

2021 წლის სექ­ტემ­ბე­რი

ვე­ნე­რას გა­და­ად­გი­ლე­ბა სას­წორ­ში ჰა­ე­რის ნიშ­ნის წარ­მო­მად­გნ­ლებს (ტყუ­პი,

სას­წო­რი, მერ­წყუ­ლი) გა­ა­ნე­ბივ­რებს სა­ინ­ტე­რე­სო და რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბით. თქვენ­ში მო­ი­მა­ტებს თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სურ­ვი­ლი. ვე­ნე­რას გავ­ლე­ნით ისარ­გებ­ლე­ბენ ლო­მე­ბი და მშვილ­დოს­ნე­ბიც .

პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­და­რე­ბით სი­ცი­ვე და­ი­სად­გუ­რებს ვერ­ძე­ბის, კირჩხი­ბე­ბი­სა და თხის რქე­ბის ნიშ­ნებ­ში. და­ძა­ბულ­მა ას­პექ­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ გა­ურ­კვევ­ლო­ბა პარტნი­ორ­თან. მარ­ტო­ხე­ლებ­მა ახალ­გაც­ნო­ბილ­თან სიფრ­თხი­ლე და დაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ.

სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს­კენ სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა მო­რი­ელს ეს­ტუმ­რე­ბა. გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა წყლის ნიშ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს (კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თევ­ზე­ბი). ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით; იყოთ ლო­ი­ა­ლუ­რი და მომთმე­ნი მის მი­მართ. აი, მერ­წყუ­ლებ­მა კი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი გა­წყვი­ტონ. მათ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვართ და უხერ­ხუ­ლო­ბას რო­მან­ტი­კულ კავ­შირ­შიც კი ვერ აი­ტა­ნენ. კუ­რო­ე­ბი , ნერ­ვე­ბის ფა­სად, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჰარ­მო­ნი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას შე­ეც­დე­ბი­ან. ლო­მებს კი სურთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მათი სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იყოს.

2021 წლის ოქ­ტომ­ბე­რი

პრე­ტენ­ზი­უ­ლი ვე­ნე­რას გა­დას­ვლა მშვილ­დო­სან­ში მო­გან­დო­მებთ, რომ თქვე­ნი პარტნი­ო­რი რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენ­დეს, მი­სით უნდა ამა­ყობ­დეთ. მის გვერ­დით თავი და­ფა­სე­ბუ­ლად იგ­რძნოთ. ცხოვ­რე­ბა უნდა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ, ლა­მა­ზი და მდიდ­რუ­ლი უნდა გახ­დეს. გა­უ­მარ­თლებთ ვერ­ძებს, მშვილ­დოს­ნებს, ლო­მებს, სას­წო­რებ­სა და მერ­წყუ­ლებს . საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი სპონ­სო­რი გახ­დეს, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მო­გიგ­ვა­როთ.

საყვარელ ადამიანთან წვრილმანების გამო უსიამოვნებები მოემატებათ ქალწულებს, თევზებსა და ტყუპს. ნუ ეცდებით პარტნიორის გადაკეთებას, მისთვის ჭკუის დარიგებას. ეს კიდევ უფრო გაგირთულებთ დამოკიდებულებას. ვენერას შეერთება ქეთუსთან მოგვიწოდებს, რომ საყვარელ ადამიანს კარმული (ფინანსურიც) ვალები გადავუხადოთ. თუ პარტნიორთან ნაჩხუბარი ხართ, ან მასთან კავშირის გაწყვეტა გაქვთ გადაწყვეტილი, უმჯობესია, ეს მშვიდობიანად გააკეთოთ. უმჯობესია, ყოფილს ბოდიში მოუხადოთ (გონებაში, გულში მაინც) ძველი სულიერი თუ ემოციური ტრავმების გამო.

2021 წლის ნოემბერი

ვენერა თხის რქაში გადავა, სადაც მაინცდამაინც თავს ლაღად არ გრძნობს. თხის რქის მმართველი სატურნი მას სერიოზულობას და ანგარიშიანობას სთხოვს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება "გაცივდეს". პარტნიორი შეიძლება გაუხეშდეს ან პრეტენზიული გახდეს. კუროები, ქალწულები და თხის რქები სიტუაციას მშვიდად მიიღებენ. აი, მგრძნობიარე კირჩხიბებს კი გირჩევთ, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. პარტნიორის მიმართ ზედმეტად მომთხოვნები და პრეტენზიულები ნუ იქნებით სასწორები და ვერძები.

20 ნოემბრისთვის ვენერა სელენას შეურთდება და ზოგიერთი წარმომადგენელი სიყვარულშიც ნახავს სარგებელს და სამსახურშიც - დაწინაურება, ხელფასის მომატება. მთავარია, თავად იყოთ განწყობილი სერიოზულად და მომართული გამარჯვებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×