დახურვა
სტილი
30.08.2021

ექიმი ზაზა თელია ყავისა და კოფეინის სარგებლობის შესახებ სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს და იმ დაავადებების ჩამონათვალზე წერს, რომელთა რისკისაგანაც ადამიანებს ყავა იცავს.

„ყავა და კოფეინი

ხშირი და აქტუალური საკითხი კოფეინის მიღებასთან დაკავშირებით.

უნდა მივიღოთ თუ არა?

რამდენი უნდა მივიღოთ? უსაფრთხოა თუ არა?

NIH-ის RDA-ის მიხედვით ადამიანისთვის დღიურად 400მგ.-მდე კოფეინის მიღება უსაფრთხოა.

პრაქტიკულ ასპექტში, მაგალითად (დოზები მოყვანილია ცხრილში)

1. ყავა (მოდუღებული) - 8 უნცია ანუ 235მლ. - საშუალოდ შეიცავს 133მგ. კოფეინს (მერყეობს 102-დან 200-მდე);

2. ჩაი (მოდუღებული) - 8 უნცია ანუ 235მლ. - საშუალოდ შეიცავს 53მგ. კოფეინს (მერყეობს 40-დან 120-მდე)

აქედან გამომდინარე დღეში 3-4 ჭიქა ყავა (დაახლოებით 200მლ. ჭიქა) ითვლება უსაფრთხო დოზად.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 3 დღეა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს კოფეინზე დამოკიდებული.

ყავას შეუძლია შეამციროს შემდეგი დაავადებების განვითარების რისკი:

1. ნაღვლის ბუშტის ქვები;

2. ინსულტი;

3. ღვიძლის დაავადებები;

4. გულის დაავადებები;

5. ტიპი 2 დიაბეტი;

6. პარკინსონის დაავადება

7. კოლორექტალური სიმსივნე

8. ალცჰეიმერის დაავადება

9. ენდომეტრიოზული სიმსივნე“, - წერს ზაზა თელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×