დახურვა
სტილი
23.09.2021

ალერ­გო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი "ევ­რო­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ პან­დე­მია გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში გა­ზა­ფხულ­ზე დას­რულ­დე­ბა, მაგ­რამ აც­რის ასე­თი ტემ­პით სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რად უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა, ვიდ­რე ახ­ლაა.

"ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მუდ­მი­ვად ერთ დო­ნე­ზე ვერ დარ­ჩე­ბო­და და და­იკ­ლებ­და, ამი­ტომ ახლა უნდა მოჰ­ყვეს სპე­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­სა და ამე­რი­კა­ში მსგავ­სი ტი­პის ყოყ­მა­ნი მა­შინ გაჩ­ნდა, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი აიც­რა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ეს მო­მენ­ტი უფრო ადრე დად­გა.

რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლომ წლის და­სა­წყის­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მა შე­ად­გი­ნა, სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 60 პრო­ცენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა, ეს არის მი­ლი­ონ შვი­და­სი ათა­სი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა დელ­ტა ვირუ­სის აჩ­ქა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ციფ­რი ახლა გა­და­სა­ხე­დია. სხვა­ნა­ი­რად პან­დე­მი­ის და­უს­რუ­ლე­ბუ­ლი ტალ­ღე­ბი­დან ქვე­ყა­ნა ვერ გა­მო­ვა", - ამ­ბობს ის.

მისი თქმით, ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ინც ბევ­რია, თან მა­შინ, რო­დე­საც აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ცენ­ტი 50 წელს ზე­ვით მო­დის.

"სა­ქარ­თვე­ლოს ტი­პის ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რია ყო­ველ­დღი­უ­რად 2000 შემ­თხვე­ვაც. თუ 50 წლის ზე­ვით ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი აიც­რე­ბა, მა­შინ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი არ გა­და­იტ­ვირ­თე­ბა, მაგ­რამ ჩვენ­თან ასა­კო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი წილი აუც­რე­ლია, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა", - აცხა­დებს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×