დახურვა
სტილი
15.10.2021

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომებს ასახელებს:

"უკვე რამდენიმე თვეა შემოიღეს გახანგრძლივებული კოვიდის ცნება. ეს ცნება მოიცავს სხვადასხვა პოსტ-კოვიდურ გართულებებს.

კოვიდინფიცირებულთა 80 %-ში გვხვდება გახანგრძლივებული კოვიდი.

გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომებია: საერთო სისუსტე, დაღლილობა, ძილის დარღვევა, ყნოსვის და გემოს დაქვეითება, სახსრების ტკივილი, მსუბუქი ქოშინი, კოგნიტური დარღვევები, დეპრესია", - განაცხადა ლევან რატიანმა "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "ექიმები".

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 26 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 298 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×