დახურვა
სტილი
22.10.2021

ინფექციონისტი, კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე, მაია ბუწაშვილი ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ, კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება.

"კოვიდთან დაკავშირებული პროგნოზები ყოველთვის რაღაც ვარაუდებს ეყრდნობა და ძალიან ხშირად საერთოდაც არ მართლდება ხოლმე. დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნოემბრის შუა რიცხვები უნდა იყოს პიკი და კიდევ უფრო მაღალი ციფრები შეიძლება გვქონდეს, მუთუმეტეს, როდესაც იწყება სიცივე, ადამიანები დახურულ სივრცეებში იყრიან თავს, გავრცელება მატულობს ხოლმე და ამიტომ, სამწუხაროდ, მოსალოდნელი იქნება მატება ნოემბერში ნოემბრის ბოლომდე," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 40 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×