დახურვა
სტილი
16.11.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „დელტას“ ახალი ვარიანტი, რომელიც ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ მეზობელთან ცირკულირებს, საქართველოში არ დაფიქსირებულა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება შემოვიდეს.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, აღნიშნულ ვარიანტს ახასიათებს ოდნავ მეტი გავრცელება, ვიდრე “დელტას”.

“ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებთ საეჭვო შემთხვევებზე. „დელტას“ ახალი ვარიანტი, რომელიც ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ მეზობელთან ცირკულირებს, ჩვენთან არ დაფიქსირებულა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება შემოვიდეს.

ახლანდელი გამოცდილებით, მას ახასიათებს ოდნავ მეტი გავრცელება, მაგრამ არ აქვს მეტი აგრესიულობა, ვიდრე „დელტას“. დღეს ყურადღების ცენტრშია კლასიკური „დელტა“ შტამი, რომელიც ცირკულირებს“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×