დახურვა
სტილი
19.11.2021

შესაძლებელია თუ არა, კოვიდსაწინააღმდეგო აცრის პარალელურად, ან დროის მცირე მონაკვეთში გავიკეთოთ სხვა დაავადების პრევენციისთვის ვაქცინა - მათ შორის, ცხოველის კბენის შემთხვევაში ანტირაბიული აცრა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რომ არანაირი დამაბრკოლებელი მიზეზი არ არსებობს და თუ საჭიროება დადგება, ანტირაბიული დახმარება პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ.

რაც შეეხება გრიპის ვაქცინაციას, სეზონურ გრიპზე აცრის ჩატარება კორონავირუსის ვაქცინაციასთან ერთად არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის წინააღმდეგ იმუნიზაციას ურჩევენ, რადგან ორი ვირუსის - კოვიდისა და გრიპის თანხვედრამ, შესაძლოა, მძიმე შედეგი მოიტანოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×