დახურვა
სტილი
20.11.2021

მესამე დოზა უფრო ხანგრძლივად მუშაობს 10-12 თვის განმავლობაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"დღევანდელი მონაცემებით, 8 ათასამდე „ბუსტერია" ქვეყანაში გაკეთებული. ესენი კეთდება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე. არ აქვს მნიშვნელობა „სინოფარმით" იყავი აცრილი, „სინოვაკით" თუ „ფაიზერით". სასურველია, რომ აიცრან 6 თვის შემდეგ. მე თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე „ბუსტერი" და მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ. როგორც ჩანს, ყველანაირი კვლევებით, ვაქცინა მუშაობს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და სასურველია, ადამიანი აცრილი იყოს მესამე დოზით. მესამე დოზა, როგორც კვლევები აჩვენებს, უფრო ხანგრძლივად მუშაობს, სადღაც 10-12 თვის განმავლობაში",- აღნიშნავს გამყრელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×