დახურვა
სტილი
14.06.2021

საქართველოს ტერიტორიაზე 23 ივნისამდე შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, თვის ბოლომდე დასავლეთ-საქართველოში ნალექის რაოდენობა მეტია.

„აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთი; დედოფლისწყარო) ტემპერატურამ შესაძლოა, 33,34 გრადუსამდეც მიაღწიოს, მოსალოდნელია წვიმებიც. ქვემო ქართლის მიდამოებში ტემპერატურა 33-დან 36-გრადუსამდე მოიმატებს. შესაძლოა, 18 ივნისიდან ცალკეულ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღწევდეს 36 გრადუსსაც კი.რაც შეეხება შავიზღვისპირეთს, 24,25 გრადუსია მოსალოდნელი, რაც დამსვენებლებისთვის კომფორტული იქნება. მთავარია, ხშირი გაბმული წვიმები არ იყოს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისი ღამის და დილის საათებშია დატვირთული, ამ დროს “უჭირს“. შემოჭრილი ცივი ჰაერის მასები ღრუბლებს წარმოშობს და ამ კვირის ბოლომდე, ხანმოკლე ხასიათის წვიმები იქნება მოსალოდნელი.

17-18 ივნისს შესაძლოა, დასავლეთის მიმართულებით გაძლიერდეს ქარი, ეს სერიოზულ ცვლილებას არ გამოიწვევს“, – ამბობს დოდო გვაზავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×