დახურვა
სტილი
15.06.2021

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, ის აბიტურიენტები, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშებიან.

მისი თქმით, პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში COVID-19 გამოუვლინდებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, შესაბამის საგანში გამოცდას 2 კვირის შემდეგ ჩაუტარებს.

საგამოცდო პროცესში მონაწილე პირებისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები ასეთია:

⏩ მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია

⏩ მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას

⏩ დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით

ამავდროულად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.

თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით;

მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.

კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირზე.

 ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლის დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×