დახურვა
სტილი
18.06.2021

თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის მხატვრულმა ფილმმა "მეოთხე ბრაიტონი" ნიუ იორკში, პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე - Tribeca, 3 ჯილდო მოიპოვა. ფილმის შემქმნელებმა საქართველოში სამი მნიშვნელოვანი ნომინაციისთვის - საუკეთესო ფილმი; საუკეთესო სცენარი; საუკეთესო მსახიობი (ლევან თედიაშვილი) წამოიღეს ჯილდო.

“მეოთხე ბრაიტონი” მოგვითხრობს 70 წლის მოჭიდავეზე, ოლიმპიურ ჩემპიონზე, რომელიც მიფრინავს თბილისიდან ნიუ-იორკში, რომ აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს თავის შვილს. მოქმედება ბრაიტონზე ვითარდება. მთავარ როლს ფილმში ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, ოლიმპიური თამაშების 2-გზის, მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ფილმში თამაშობენ ნადია მიხალკოვა და გიორგი ტაბიძე. “მეოთხე ბრაიტონში” თავისი ერთ-ერთი ბოლო როლი შეასრულა მსახიობმა კახი კავსაძემაც.

"მიხარია, რომ ჩემმა ფილმმა აიღო სამი მთავარი პრიზი - საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი. მთავარი პრიზები წამოვიღეთ საქართველოში! მიხარია და ვულოცავ ქართულ კინოსაზოგადოებას. განსაკუთრებით მიხარია, რომ ლევან თედიაშვილის ნამუშევარი აღნიშნეს, ვულოცავ მას მთელი სულით და გულით. ძალიან მიყვარს და ვგულშემატკივრობ, ის განსაკუთრებული ადამიანია საქართველოსთვის თავისი მიღწევებით სპორტში და ახლა მისი კიდევ ერთი როლი დაიბადა, შენგელაიას "ხარება და გოგიას" შემდეგ" - აღნიშნა ლევან კოღუაშვილმა.

ფილმისთვის სცენარი, რომელმაც ასევე მიიღო ფესტივალის ჯილდო, დაწერა ბორის ფრუმინმა, რომელთან ერთადაც რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა თავისი ფილმების უმეტესობა შექმნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×