დახურვა
სტილი
21.01.2022

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ "ომიკრონი" თავისი გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობებით, თითქმის წითელას გავრცელების მაჩვენებლებს უახლოვდება.

კულუმბეგოვი "რუსთავი 2-თან" საუბრის დროს შეცდომას უწოდებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ აღნიშნული შტამი ადამიანების სიკვდილს არ იწვევს. მისი თქმით ეს არასწორი ინტერპრეტაციაა და რომ რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ეს შტამი კვლავ საფრთხედ რჩება:

"ომიკრონის" გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები, რომელიც თითქმის წითელას გავრცელების მაჩვენებლებს უახლოვდება. ჯამური რაოდენობით პაციენტებს თუ შევხედავთ, პრაქტიკულად არ იწვევს ჰოსპიტალიზაციას და არ იწვევს ადამიანების სიკვდილს. ეს არის სრული შეცდომა, ანუ ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა რისკის ადამიანი, განსაკუთრებით ასაკობრივი რისკი, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, თირკმლის პათოლოგია, მიმდინარე ონკოლოგიური პათოლოგია, ეს ადამიანები რჩებიან მაღალი რისკის პაციენტებად.

აქედან გამოსავალი არის პირბადის გამოყენება და "ბუსტერული" დოზის აუცილებლობა. ასევე, 3 თვე თუ გავიდა აცრიდან აუცილებლად დაიმატეთ "ბუსტერ" დოზა, ეს არის თითქმის 90% გარანტია, რომ მძიმე დაავადება არ განვითარდეს,"- აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×