დახურვა
სტილი
21.01.2022

საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

21 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში 8767 ადამიანი დაინფიცირდა.

ბავშვთა ქირურგი ლევან ფერაძე აცხადებს, საქართველოში „ომიკრონის" შტამის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება, რის გამოც ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში სტატისტიკის წარმოებამ აზრი დაკარგა.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. მეტსაც გეტყვით, რომ სტატისტიკის წარმოებასაც საერთოდ აზრი აღარ აქვს. თუ ეს იქნება მასობრივი და მოიცავს 1-1,5 მლნ ადამიანს, გარკვეულწილად ჰოსპიტალურ სექტორს მაინც დააწვება და მზად ვართ ამისთვის თუ არა, არ ვიცი.

ამასთან, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი დაწოლა იქნება პირველადი ჯანდაცვის რგოლზე და რესურსი ნამდვილად არ იქნება საკმარისი.

ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს დავაავადდებით საბოლოო ჯამში. ალბათ, ერთეულები გადარჩებიან, 99%-ს შეგვხვდება „ომიკრონი", - აღნიშნა ლევან ფერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×