დახურვა
სტილი
21.06.2021

21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, გრადუსია მოსალოდნელი მთიან რეგიონებში კი ჰაერის ტემპერატურა 31, 36 გრადუსს მიაღწევს.

ამასთან, 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×