დახურვა
სტილი
22.06.2021

რამდენიმე დღეა საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, გაუსაძლისი სიცხეები დაიწყო. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მაღალი ტემპერატურა და აგრილდება თუ არა უახლოესი დღეების განმავლობაში? ამ კითხვით გარემოს ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. მათი ინფორმაცით, მომდევნო 2 დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი. 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსსაც გადააჭარბოს. მათივე თქმით, მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, ოფიციალური პროგნოზი უწყებას ჯერჯერობით მხოლოდ თვის ბოლომდე აქვს და ამ პერიოდის საქართველოში განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სეზონზე, ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. 

თბილისში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი კი ასე გამოიყურება:

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×