დახურვა
სტილი
23.06.2021

რომელი ქვეყანა არ აღიარებს საქართველოდან წაღებულ პისიარ ტესტს – თუ უცხოეთში გამგზავრებას გეგმავთ ეს უნდა იცოდეთ

სად მოგზაურობენ ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეები და როგორ მოუწევთ მათ კოვიდ რეგულაციების დაცვა? თუ ჩამოთვლილთაგან კონკრეტულ ქვეყანაში გამგზავრება გსურთ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეთ.

პანდემიამდე საქართველოში 5 ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანა იყო: გერმანია, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი და უნგრეთი. 

დღეს ამ ქვეყნებში მხოლოდ კოვიდ რეგულაციების დაცვით შეგიძლიათ შესვლა:

 იტალია: იტალიაში საქართველოს მოქალაქე ტურისტული მიზნებით ვერ გაემგზავრება: საქართველოს მოქალაქეს შუძლია მხოლოდ კონკრეტული მიზნით შევიდეს იტალიაში: ეს არის სამუშაო, სწავლა და ჯანმრთელობა (თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა ვიზიტის). სავალდებულოა 48 საათით ადრე პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

პოლონეთი: პოლონეთი არ ზღუდავს ტურისტულად საქართველოს მოქალაქის გადაადგილებას. საქართველოს მოქალაქე იზოლაციისგან გათავისუფლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლონეთის საზღვარზე ჩაიტარებს პისიარ ტესტს. (საქართველოდან წასულ ტესტს პოლონეთი არ აღიარებს) თუ საზღვარზე ტესტს არ ჩაიტარებს, მაშინ 48 საათის განმავლობაში პოლონეთის ტერიტორიაზე უნდა ჩაიტაროს აღნიშნული ტესტი და წარადგინოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციაში, ეს იმისთვის, რომ 10 დღიანი კარანტინისგან განთავისუფლდეს.

უნგრეთი: უნგრეთში საქართველოს მოქალაქემ თან უნდა იქონიოს 72 საათის განმავლობაში პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხი.

გერმანია: გერმანიაში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქემ კონკრეტული ლინკი უნდა შეავსოს. პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი კი აუცილებლად უნდა წარადგინოს მოქალაქემ.

საბერძნეთი: საბერძნეთში შესვლა დაშვებულია მხოლოდ გარკვეული კატეგორიებისთვის.  მათ უნდა ჰქონდეთ დასრულებული კოვიდ ვაქცინაცია და ამასთან ერთად პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×