დახურვა
სტილი
11.05.2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს სწავლის დასრულების შემდეგ ოქროსა და ვერცხლის მედალს გადასცემს. წახალისების აღნიშნული პროგრამა 2009 წლიდან მოქმედებს და მე-10, მე-11 და მე-12 კლასის წლიურ ნიშნებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, ის მოსწავლეები, რომლებიც მე-7, მე-8 და მე-9 კლასში დამრგვალების გარეშე, წლიურ ქულად 10-ს მიიღებენ, სახელმწიფოსგან საჩუქრად ლეპტოპებს მიიღებენ. თუმცა, უკვე მეორე წელია წარჩინებულ მოსწავლეებს კუთვნილი პრიზი არ მიუღიათ. განმარტებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ:

"სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ წარმატებული მოსწავლეებისთვის მედლების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი პირობები. შესაბამისად, წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის - წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამის განხორციელების მიზნით ახალი ტენდერი უკვე გამოცხადდა. ტენდერის შედეგების შესახებ ვაცნობებთ საზოგადოებას. წარმატებით დასრულდა წარჩინებული მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერი. აღნიშნული შესყიდვა ითვალისწინებს 2019-2020, და 2020-2021 სასწავლო წლების წარჩინებული მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების რაოდენობას. კომპიუტერების დარიგების პროცესი ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება და აღნიშნული წლების ყველა წარჩინებულ მოსწავლეს კუთვნილი კომპიუტერი გადაეცემა", - გვითხრეს სამინისტროში.

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×