დახურვა
სტილი
18.05.2022

რამსიმაღლე გაიზრდება ჩვენი შვილი, ეს გენების სხვადასხვა კომბინაციაზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს არა მარტო მშობლების, არამედ წინაპრების სიმაღლესაც. ზოგადად, დედამიწის ჩრდილოეთით მცხოვრები ადამიანები უფრო მაღლები არიან სამხრეთით მცხოვრებ ადამიანებთან შედარებით.

სიცოცხლის პირველ წელს ბავშვები ელვისებური სისწრაფით იზრდებიან და 25 სანტიმეტრს იმატებენ სიმაღლეში.

ზრდის გენი ენდოკრინულ ჯირკვალში გამომუშავდება, რომელიც თავის ტვინშია მოთავსებული. მისი გამომუშავება ძირითადად, ძილში ხდება. ამიტომ არის ბავშვის ძილის რეჟიმი ასეთი მნიშვნელოვანი.

ერთი წლიდან 3 წლამდე ასაკში ბავშვი საშუალოდ 10-10 სანტიმეტრს უნდა იმატებდეს წლის განმავლობაში.

3 წლიდან 6 წლამდე ზრდის

წლიური მაჩვენებელი 4-5 სანტიმეტრია.

10 წლამდე ზრდის ტემპი კიდევ უფრო ქვეითდება, ხოლო 11 წლიდან გოგონები, 13 წლიდან ბიჭები კი ზრდაში კიდევ ერთ მკვეთრ ნახტომს განიცდიან.

40 წლიდან ჩვენი სხეული სიმაღლეში შემცირებას იწყებს. ეს მალთაშორისი კუნთების გამოშრობის შედეგია.

ცხადია, რომ სიმაღლეს, პირველ ყოვლისა, მემკვიდრეობითობა განსაზღვრავს, თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის.

2014 წელს ამერიკელი მეცნიერების მიერ მაშტაბური კვლევა ჩატარდა, რომელიც სიმაღლეზე გენეტიკური განწყობის ზემოქმედებას იკვლევდა. პროექტში 300 ინსტიტუტის წარმომადგენელი იღებდა. კვლევაში კი 250 ათასი ადამიანი იყო ჩართული. ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ადამიანის სიმაღლეზე გენების კომბინაციის სხვადასხვა ვარიაცია მოქმედებს, რომელთა რაოდენობა 300 ათასს აღწევს.

მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ჩრდილოელები სამხრეთელებზე მაღლები არიან. თურმე ცხელი კლიმატი ზრდის ტემპის შენელებას იწვევს.

გამოსათვლელი ფორმულები

სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით შედგენილია რამდენიმე მარტივი ფორმულა, რომელთა საშუალებით შესაძლებელია წინასწარი პროგნოზი გაკეთდეს, თუ რამსიმაღლე იქნება ბავშვი.

1. ყველაზე გავრცელებული ფორმულა

ბიჭის სიმაღლე (სმ) = (დედის სიმაღლე+მამის სიმაღლე) * 0,54-4,5 სმ.

მაგალითი: (165 + 183) * 0, 54 — 4,5 (სმ) = 183,4 (სმ)

გოგოს სიმაღლე (სმ) = (დედის სიმაღლე+მამის სიმაღლე) * 0,51-7,5 სმ.

მაგალითი: (159 + 173) * 0, 51 — 7,5 (სმ) = 161,8 (სმ)

2. ჯონ ჰოკერის ფორმულა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ცენტრის „მეიოს“ კლინიკის მეცნიერი ჯონ ჰოკერი ასეთ ფორმულას გვთავაზობს:

ბიჭის სიმაღლე = (მამის სიმაღლე + დედის სიმაღლე): 2 + 6,4

მაგალითი (183 + 165): 2 + 6,4 (სმ) = 180,4 (სმ)

გოგოს სიმაღლე = (მამის სიმაღლე + დედის სიმაღლე): 2 - 6,4

მაგალითი: (173 + 159): 2 — 6,4 (სმ) = 159,6 (სმ)

3. კარკუსის ფორმულა

ბიჭის სიმაღლე = (მამის სიმაღლე + დედის სიმაღლე * 1,08): 2

მაგალითი: (183 + 165 * 1,08): 2 = 180,6 (სმ)

გოგოს სიმაღლე = (მამის სიმაღლე*0,923 + დედის სიმაღლე): 2

მაგალითი: (173* 0, 923 + 159): 2 = 159,3

4. სმიორნოვ-გორბუნოვის ფორმულა:

გამოთვლის ეს მეთოდი თავიდან გვაფრთხილებს, რომ ცდომილება 8 სანტიმეტრია

ბიჭის სიმაღლე= (მამის სიმაღლე+დედის სიმაღლე+12,5):2 +/-8

მაგალითი(183 + 165 + 12,5): 2 ±8 = 188, 25 (სმ) ან 172,25 (სმ)

გოგოს სიმაღლე = (მამმის სიმაღლე + დედის სიმაღლე — 12,5): 2 ±8

მაგალითი: (173 + 159 — 12,5): 2 ±8 =167,75 (სმ) ან 151,75 (სმ)

5. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ფორმულა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულია ბავშვის წლიური ზრდის მაჩვენებელი, რომელსაც კონკრეტული ციფრი უნდა დაუმატოთ. მაგალითად:

1 წლის ბიჭის საშუალო სიმაღლე 71-დან 80,5 სმ

1 წლის გოგონას საშუალო სიმაღლე 68,9-დან 79,2 სმ.

თუ გაინტერესებთ, 20 წლის ასაკში რამხელა იქნება თქვენი შვილი, ამ ერთი წლის ასაკის სიმაღლეს დაუმატეთ 100 სმ ბიჭის შემთხვევაში, 95 სმ გოგონას შემთხვევაში. ეს მეთოდი მუშაობს უმრავლესობაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი გამონაკლისი იქნება.

პროფესიულ სპორტსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ხერხემლის ზედმეტი დატვირთვა ჩონჩხის ტრამვებს იწვევს და ანელებს ზრდის პროცესს.

რამ შეიძლება შეანელოს ბავშვის ზრდა:

ემოციურმა გადაძაბვამ

არასწორმა კვებამ

ქრონიკულმა დაავადებებმა

ქრომოსომულმა დარღვევებმა

ძვლების განვითარების დარღვევამ

თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციებია, რომლებიც შანსებს აფასებენ. საბოლოო სიტყვა კი გენეტიკაზე, ენდოკრინულ ჯირკვალზე და ორგანიზმის თავისებურებაზეა დამოკიდებული.

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×