დახურვა
სტილი
10.06.2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ამჟამად საქართველოში "სეზონური გრიპის" არსებობას გამორიცხავს და თვლის, რომ კორონავირუსის ცირკულირების შესახებ ინფორმაციას მიზანმიმართულად მალავენ.

"ქვეყანაში, სადაც კოვიდსაც სახელს უცვლიან, ადამიანმა რა უნდა გააკეთო?!რა დავაშავეთ?

ამჟამად გავრცელებულ ვირუსს კოვიდს იმიტომ არ უწოდებენ, რომ მედპერსონალს დანამატი და კლინიკებს კოვიდდაფინანსება არ მისცენ, ეს ვიფიქროთ?

მეგობრებო, ფრთხილად იყავით, საქართველოში „ქართული სეზონური გრიპია", ოქტომბრის სეზონის გრიპი ივნისში... კოვიდის სახელის ხსენება აკრძალულია, როგორც რუსეთში - ომის. რუსეთი ხომ უკრაინაში წარმოებულ ომს "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს, ჩვენ კოვიდს „სეზონურ გრიპს" ვეძახით. გვაბოლებენ და უმრავლესობა ბოლდება. ჩემი მოწოდებაა: არ დაბოლდეთ!

ჩემი სოლიდარობა მიზერულ ხელფასზე მომუშავე ექთნებს, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმებს, მედპერსონალს, რომლებიც ნორმალური სამუშაო პირობებისა და ხელფასის მოთხოვნით გამოდიან.

პოლიტიკურ პარტიებს მივმართავ:

გთხოვთ, ქენით რამე, დავიღალეთ. მე პოლიტიკოსი არ ვარ და არ ვიცი, პოლიტიკა როგორ უნდა დალაგდეს, მაგრამ ის, რომ ჯანდაცვის სისტემური რეფორმაა გასაკეთებელი, დღესავით ნათელია. ევოლუცია ქართულ ჯანდაცვას აღარ უშველის, ჯანდაცვის სისტემაში რევოლუციური ცვლილებებია საჭირო.

დაგეხმარებით, ხელს შეგიწყობთ ჯანდაცვის სისტემის აწყობაში, მეტი რა ვთქვა. მიტინგების მოწყობაში ვერ გიშველით, მიტინგის კაცი არ ვარ, საქმეს გაგიკეთებთ.

პოლიტიკოსებო, გთხოვთ, ხალხს სიმართლე უთხარით. გვეყოს ტკბილი ტყუილი, მხოლოდ სიმართლე, სიმართლე და კიდევ ერთხელ სიმართლე!

ჩემო ძვირფასებო, მოგმართავთ, გახსოვდეთ, აუცილებელია დისტანცია, პირბადე, ვაქცინაცია და იყავით პოზიტიურად განწყობილი, ყველაზე კარგი ვიტამინი არის ღიმილი!

ფრთხილად იყავით, საქართველოში „სეზონური გრიპია" ანუ კოვიდი.

#არდაბოლდე

ჯანმრთელობას გისურვებთ...", - წერს ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×