დახურვა
სტილი
12.08.2022

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია საზოგადოებას მიმართავს და განმარტავს, თუ რა ზეგავლენა აქვს მზის სხივებს კანზე.

„კიდევ ერთხელ შეხსენება, იმისათვის რომ გავითავისოთ, თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მზის სხივებმა კანზე.

მზის დაზიანება, კანის დრამატული დაბერება, დაბერების პროცესის დაჩქარება - ფანჯრის მინიდანაც კი.

სურათზე წარმოდგენილია ბატონი, რომელიც 20 წლის განმავლობაში მუშაობდა სატვირთო (გადამზიდი) ავტომობილის მძღოლად, რა დროსაც მისი სახის მარცხენა ნაწილი განიცდიდა მზის ულტრაიისფერი სხივებით სისტემატურ დასხივებას.

(Photo from - New England Journal of Medicine (2012)

გამოიყენეთ მზის დამცავი SPF30+, UVA + UVB ყოველდღიურად, განმეორებით გამოიყენეთ ყოველ 2 საათში, ასევე ყოველი ცურვის, კანის დასველების და გაოფლიანების შემდეგ", - წერს ზაზა თელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×