დახურვა
სტილი
12.08.2022

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმები და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge -ის თანახმად, 12-13 აგვისტოს ტემპერატურა +18 +34 გრადუსი იქნება, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და სეტყვა.

14 აგვისტოს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით.

ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 12 აგვისტოს, 13-ში კი წვიმა შედარებით გაძლიერდება. ტემპერატურა კი +18 +36 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ტემპერატურა ღამით +23, დღე კი +36 გრადუსი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×