
„მე მოვხვდი შავ სიაში... ჩამომაცილეს ყველა საინფორმაციო საშუალებას - რადიოებს, ტელევიზიებს, პრესას. აკრძალული მაქვს რუსეთში სოლო კონცერტების გამართვა.
მშვიდად ვარ. ჩემი სინდისი სუფთაა... მიმაჩნია, რომ ეს მათი მხრიდან არ არის სწორი საქციელი. ჩემი კონცერტები ხომ სიყვარულზეა. ის არასდროს შეეხება პოლიტიკას - ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია. ისინი ამით მხოლოდ მე კი არ მიკრძალავენ მსმენელთან და მაყურებელთან შეხვედრას, მაყურებელსაც უკრძალავენ მოუსმინოს ჩემს მუსიკას. თუმცა არიან სხვა არტისტები, რომლებიც მღერიან და დაე, იმღერონ.
წყარო: ambebi.ge