დახურვა
სტილი
22.09.2022

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ზღვაზე 2-3 ბალიან ღელვას ვარაუდობენ. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში კი ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება გამოიწვიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×