დახურვა
სტილი
19.11.2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში კოვიდის ახალი შტამი აქტიურად ვრცელდება.

მისი თქმით, დღეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა საქართველოში.

„კოვიდის ახალი შტამები დაერია საქართველოს რომელი?! ომიკრონის განშტოებები: XBB, BQ.1, BA.2, BA.4, BA.5, BA.2.75, BA.4.6 და სხვები...

მე რომ გაფრთხილებდით, კოვიდის მორიგი ტალღა ნოემბერში იქნება-მეთქი, ვინ დამიჯერა, ვინ მომისმინა, ვინ მოემზადა?! საპასუხოდ ქილიკი და „ბრძნული" აზრები ბლომად მოვისმინეთ ყველამ...

ასტროლოგებს რომ ეთქვათ, მოემზადეთ, ნოემბერი მძიმე თვე იქნებაო, უფრო დაუჯერებდით მთავრობიდან დაწყებული მარო ბებოთი დამთავრებული. მაგრამ ქართველი ასტროლოგები გაქანებული ანტივაქსერები და შეთქმულების თეორიების „ლობისტები" არიან...

სამწუხაროდ, მერამდენედ დასტურდება ჩემი გაფრთხილება... ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ, ევროპა ზაფხულიდან ემზადებოდა და შედეგსაც ვხედავთ. ინფიცირების ციფრები მაღალია, მაგრამ არავინ ფიქრობს არანაირ შეზღუდვებზე ჯერჯერობით. ისე, მწვანე პასპორტი 1 წლით არის გაგრძელებული.

დღეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა საქართველოში, ბავშვთა საავადმყოფოები და რეანიმაციები გადატვირთულია დიდ ქალაქებში. საკუთარ თავს მიხედეთ. პირბადე გამოიყენეთ, ვინც ხართ 60 წელს ზევით ქრონიკული პაციენტები" - წერს გიორგი ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×