დახურვა
სტილი
15.07.2021

ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ ბავშვების საზაფხულო ბანაკებზე, ბოლო პერიოდში ბავშვებში გაიზარდა მაჩვენებელი, ეს სარისკოა, უარის თქმა მოგვიწევს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ ახალ შეზღუდვებზე დაიწყება საუბარი, აუცილებელია ის აღსრულდეს, რაც დღეს ძალაშია.

„აქ არის ინდივიდუალურ დონეზე პირბადის გამოყენება და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის ჩვენამდე, დიდ დაბადების დღესა და დიდ ქორწილზე, კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან საშიშია.

მაგალითად ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ ბავშვების საზაფხულო ბანაკებზე, ბოლო პერიოდში ბავშვებში გაიზარდა მაჩვენებელი, ეს სარისკოა, უარის თქმა მოგვიწევს. ჯერ ვსაუბრობთ, რომ არააუცილებელი გასართობი ღონისძიებებისგან თავი შევიკავოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ინდივიდუალური კონტროლი, თუ მოსახლეობამაც არ შეგვიწყო ხელი ძალიან გაგვიჭირდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×