დახურვა
სტილი
14.01.2023

ექი­მი, გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს თუ რატომ არ უნდა მივიღოთ გაციების საწინააღმდეგო ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც პრობლემას შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ბავშვებისთვის ამ მედიკამენტის მიცემა მიუღებელია.

"აუცილებლად უნდა იცოდეთ, გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი მედიკამნეტის შესახებ, რომელიც გაციების დროს აქტიურად გამოიყენება.

მისი მიცემა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვისთვის, რომელსაც აღენიშნება გრიპის, გაციების, სურდოს, მაღალი ტემპარატურის სიმპტომი, რადგან თუ ამ წამალს ბავშვს მისცემ შეიძლება ის სერიოზულად დააზიანო. ეს მედიკამენტი არის "ნოლ გრიპ ჯუნიორი". გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუკუთრივ რეგულაციის სააგენტომ ეს მედიკამენტი საქართველოს ბაზარზე მაქსიამლურად შეზღუდა, რადგან მისი გამოყენება ბავშვებში შეიძლება ფატალურადაც კი დასრულდეს.

ის შემადგენლობაში დანამატის სახით შეიცავს მრავალატომიან სპირტს. მათი გამოყენების შემთხვევაში ბავშვის სხეულში სამი რაღაც ზიანდება. პირველ დღეებში როცა ბავშვს გაციება აქვს და ამ წამალს მისცემ შეიძლება დაეწყოს ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ღებინება, ორ-სამ დღეში ამ ყველაფერთან ერთად დაეწყება თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩივილებიც და რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ უკვე თირკმლის უკმარისობის ფონზე დაეწყება ნევროლოგიური ნიშნები და საბოლოო ჯანმში კომატოზური მდგომარეობაც კი." - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×