დახურვა
სტილი
20.07.2021

ხვალიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სხვადასხვა საგნების ჩაბარება დაიწყება. სესიები იმ აბიტირიენტებისთვის დაინიშნა, რომლებსაც პირველ დღეებში კორონავირუსი დაუდასტურდათ.

დღეს აბიტურიენტები ფიზიკის, ლიტერატურისა და ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. დღეიდან, საგამოცდო ცენტრები იმ მოქმედ მასწავლებლებსა და მასწავლებლის მსურველებსაც მიიღებს, რომლებიც საგანის გამოცდას აბარებენ.

საგამოცდო პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გოგროძე განმარტავს, როდის დაიწყება გამოცდების შედეგების გამოქვეყნება.

„21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება. დამატებითი სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია. ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×