დახურვა
სტილი
20.07.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, საშიში შტამი „ლამბადა“ ვრცელდება. ამის შესახებ ჯანმო–ს გადაუდებელი დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ის [„ლამბადას“ შტამი] ვრცელდება მთელ რიგ ქვეყნებში, ძირითადად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. თუმცა ამ დროისთვის ახალი შტამი 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული“, – განაცხადა მარია ვან კერკხოვმა.

ექსპერტის თქმით, აღნიშნული შტამი პირველად პერუში 2020 წლის აგვისტოში გამოვლინდა და მალევე გავრცელდა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.

ამ დროისთვის უცნობია რამდენად ეფექტურია უკვე შექმნილი ვაქცინები ახალი შტამის მიმართ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×