დახურვა
სტილი
26.02.2023

ზამთრის ბოლო დღეები საქართველოში ამინდის მხრივ სადღესასწაულო იქნება - ასე მხატვრულად აღწერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს.

„ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მიერ წარმოქმნილი - ნაცრისფერი და ნალექიანი დღეები უკან მოვიტოვეთ. ჩვენს დიდებულ ქვეყანაში ანტიციკლონური სიტუაციის ჩამოყალიბება - თბილ და მზიან დღეებს გვპირდება, რაც უკვე სახეზეა, საქართველოში ყველგან გამოიდარა.

კონკრეტულად 28 თებერვლის ჩათვლით:დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდები იქნება, დათბება ღამით +7, +9, დღისით +20, +22 გრადუსამდე.ზეგ უკვე აღმოსავლეთში ჰაერი +16, +18 გრადუსამდე გათბება დღისით, ღამით კი ცოტათი ეციება მაგრამ ყინვა აღარ იქნება.ასე, რომ დატკბით ამ მშვენიერი დღეებით, კალენდარულად ჯერ კიდევ ზამთარია, მაგრამ მარადიული გაზაფხული ჩვენს გულებში გაღვივებას იწყებს." - წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×