დახურვა
სტილი
02.03.2023

ახალგაზრდა გოგო მელანო ფუტკარაძე 28 წლის ასაკში, ქორწილის წინა დღეს გარდაიცვალა. დღეს მისი დაბადების დღეა და 32 წლის გახდებოდა. გარდაცვლილს სოციალურ ქსელში ემიგრანტების იმედი - შოთო სიხარულიძე იხსენებს და მას ემოციურ პოსტს უძღვნის.

„ექიმების მიერ მოკლული 28 წლის მელანო ფუტკარაძე 32 წლის გახდებოდა. გაზაფხულის პირველი დღეა, ყველაფერი იღვიძებს, მოუშუშებელო იარავ და შენ აღარასოდეს გაიღვიძებ. როგორ იღვიძებენ, იძინებენ შენი მკვლელები, როგორ სუნთქავენ. მილა 32 წლის გახდა, ოღონდ აქ არა... ცათა სასუფევლში, უფალთან...რომ არა უგულო, უსისხლო, უვიცი და ადამიანურობას მოკლებული ექიმები, დღეს მილა იქნებოდა ბედნიერი თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად... დაბადების დღეს გილოცავ იმიერში.მელანო (მილა), ჩვენო ... საუკუნოდ იყოს ხსენება შენი. უფალმა დაამკვიდროს შენი სული იქ სადაც მართალნი განისვენებენ .. მე მწამს რომ სიკვდილი შენთან არაა... შენ მხოლოდ გარდაიცვალე და ზეციურ სამყაროში გაფრინდი. შენი სული მოვიდა ჩიტის სახით, რომელმაც ათასგვარი სასწაული დაგვაჯერა. ამიტომ ვიცი და მტკიცედ მწამს რომ აქ მხოლოდ მოხდა სულის გარდაცვალება. უფალი იყოს შენი სული მფარველი .. შენი სულის შემწე და კიდევ ერთხელ გილოცავ. დაბადების დღეს. ეს დღე შენია. და იზეიმე ანგელოზებთან ერთად. მარადისობაში „შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" მეოთხე დაბადების დღე შენს გარეშე. არ შესრულებული 32 წელი, დარდი სევდა ტკივილი ტანჯვა. უსაზღვრო სიყვარული უსასრულო მონატრებად მიქციეთ მისმა შემხებმა ექიმებმა ვინც სიცოცხლე მოუწამლა და საქორწილოდ გამზადებული გოგო დარბაზში წასასვლელი, შავ მიწაში ჩავაწვინე საპატარძლო კაბით და მიწა მივაყარე გულზე, ჩვენი ცხოვრებაც ამით დასრულდა, წყეულიმც იყავით ყველა ვინც დამიღუპეთ შვილი და დამიქციეთ მომავალი. ვიცი მოსწყინდა ყველას ჩემი ამდენი პრეტენზიები, მაგრამ არ გავჩერდები მანამ, სანამ არ დაისჯებიან სათითაოდ ყველა, რამდენი ახალგაზრდა გაწირეს და გაწირავენ კიდე ვინ იცის. არავის ესმის ჩემი ტკივილის, არავინ აკონტროლებს თუ რატომ ხდება ამდენი შეცდომები, ჩემს ტკივილს არც საწყისი აქვს და არც დასასრული, ჩემი ტკივილი უკიდეგანოა, ცხოვრება კოშმარად მიქციეთ, ყველაფრის იმედი წამართვით, ტირილის მეტი აღარაფერი დამიტოვეთ", - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×