დახურვა
სტილი
22.03.2023

ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვის დედა შვილის გაუჩინარების სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს. ერთ-ერთი ვერსიით, მშობელი გატაცებასაც არ გამორიცხავს. ამასთან, აღნიშნავს, რომ ბიჭს ეპილეფსიაც აქვს.

"ამ კორპუსის გარდა არსად წასულა. ბოლოს ვნახე დილის 11:00 საათზე, სახლის უკან თამაშობდა. მდინარესთან იყო, მაგრამ მერე სად წავიდა აღარ ვიცი. იცის ცურვა, მაგრამ ახლა ეს პერიოდი, სიცივეები რაც არის, წყალში არ შესულა. არსად არ არის, რა ვიფიქრო არ ვიცი. ვფიქრობდი, ვინმემ წაიყვანა, გაიტაცა. ეპილეფსიანია და შეიძლება სადმე წაიქცა, ან არ ვიცი..." - ამბობს დაკარგული ბავშვის დედა, თამარ ტყემალაძე.

ცნობისთვის, ბოლნისში სამძებრო სამაშველო ოპერაცია უკვე მეორე დღეა გრძელდება. მაშველები და 9 წლის ბავშვი სახლიდან 21 მარტს გავიდა და გაუჩინარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×