Victorias Secret-ის შოუ 5 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ამ ეტაპზე მოდელების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი მოდელი, ლიზა კობერიძე მონაწილეობს.
18 წლის ლიზა კობერიძის დებიუტი მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ლიზა Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდა და 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ Victorias Secret-ის შოუ ნიუ იორკში 15 ოქტომბერს გაიმართება. შოუზე ცნობილ მოდელებთან ერთად ახალბედებიც წარდგებიან.