55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
ბერიკაშვილს რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. ამან ტვინის დაზიანება გამოიწვია. პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სერიოზული მკურნალობის კურსს გადიოდა ჯერ გერმანიაში და ბოლოს საქართველოში.
ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 14 და 15 სექტემბერს. მისამართი: თამარაშვილის 19ა. მსახიობს 16 სექტემბერს დაკრძალავენ.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.