დახურვა
სტილი
14.09.2021

ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი, ზაზა წე­რე­თე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მათ­თვის, ვი­საც კო­ვიდ ვაქ­ცი­ნე­ბის სა­ერ­თოდ არ სჯე­რა, მათ­თვის ვინც აიც­რა, მაგ­რამ გულ­ში რე­ჩხი აქვს და თა­ვის­თვის ფიქ­რობს, რომ იქ­ნებ სჯობ­და არ აც­რი­ლი­ყო, მათ­თვის ვინც ჯერ კი­დევ ორ­ჭო­ფობს აიც­რას თუ არა... მათ­თვის ვი­საც ჰგო­ნია რომ თუკი აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ეს ან და­ი­მა­ლე­ბა, ან იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია რომ აცრა არ ღირს.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ეროვ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კის ოფის­მა (ONS) დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნა მის მო­რი­გი რე­პორ­ტი. ოფის­მა გა­აა­ნა­ლი­ზა მო­ნა­ცე­მე­ბი, რათა და­ედ­გი­ნა იმ გარ­დაც­ვლილ­თა ნამ­დვი­ლი რი­ცხვი, რო­მელ­თაც და­უ­ფიქ­სირ­დათ ე.წ "გარ­ღვე­ვის" ინ­ფექ­ცია, ანუ რო­დე­საც კო­ვიდ ვირუს­მა მო­ა­ხერ­ხა გვერ­დი აევ­ლო ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტის­თვის. რო­გორც ამ რე­პორ­ტი­დან ირ­კვე­ვა წელს ინ­გლის­ში პირ­ველ ექვს თვე­ში 50,000-ზე მეტი Covid-19 გარ­დაც­ვა­ლე­ბის ანა­ლი­ზი გვაძ­ლევს და­მამ­შვი­დე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ.

ანა­ლი­ზი აღ­სა­ნიშ­ნა­ვია იმით, რომ ის მო­ი­ცავს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბებს ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ და არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ჯგუ­ფებს შო­რის, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს ასაკ­თან მორ­გე­ბის შემ­დეგ (adjusting for age) არის გა­მოთ­ვლი­ლი. იგი ასე­ვე იძ­ლე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებს "გარ­ღვე­ვის" შემ­თხვე­ვის მსხვერ­პლთა სა­ერ­თო ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც და­ი­ღუპ­ნენ Covid-19- ით ვაქ­ცი­ნის ორი დო­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ეროვ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კის ოფი­სის (ONS) -ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ და­ად­გი­ნა რომ 2 იან­ვრი­დან 2 ივ­ლი­სამ­დე და­ფიქ­სირ­და 640 გარ­დაც­ვა­ლე­ბა სრუ­ლად აც­რილ პი­რებს შო­რის, ანუ სა­ერ­თო ჯამ­ში 51,281 Covid-19 გარ­დაც­ვა­ლე­ბის 1.2%.იმ 640 ადა­მი­ა­ნი­დან ზოგი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო მე­ო­რე დო­ზამ­დე ან მე­ო­რე დო­ზის­გან დაც­ვის და­წყე­ბამ­დე, გა­ნა­ცხა­და ONS - მა. სა­ა­გენ­ტომ გა­მო­ავ­ლი­ნა რომ მხო­ლოდ 256 შემ­თხვე­ვა იყო ე.წ "გარ­ღვე­ვის" შემ­თხვე­ვა რო­მე­ლიც დამ­თავ­რდა გარ­დაც­ვა­ლე­ბით - ანუ მე­ო­რე დო­ზის მი­ღე­ბი­დან სულ მცი­რე 14 დღის შემ­დეგ.

ეს Covid-19- ით გარ­დაც­ვლილ­თა 0.5%-ს შე­ად­გენ­სა­მა­ვე პე­რი­ოდ­ში და­ფიქ­სირ­და 38, 964 გარ­დაც­ვა­ლე­ბა Covid-19 - ით, იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ იყ­ვნენ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი. ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კი იყო 84, მა­შინ როცა აუც­რე­ლი Covid -19 გარ­დაც­ვლილ­თათ­ვის ის იყო 82 წელი. მო­ნა­ცე­მებ­მა ასე­ვე აჩ­ვე­ნა რომ "გარ­ღვე­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის“ გარ­დაც­ვა­ლე­ბის 13 პრო­ცენ­ტი მოხ­და იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ სუს­ტი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის გამო.

წინა პა­რას­კევს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის მიერ ცხრა შტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი ამ­ცი­რებს Covid-19- ით ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რისკს 81% -დან 89% -მდე.გერ­მა­ნი­ის მიერ წინა ხუთ­შა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ვაქ­ცი­ნებ­მა შე­ამ­ცი­რა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რის­კი ამ 60 წლის და უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში 94% - ით და სიკ­ვდი­ლის რის­კი 91% -ით.გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ინ­გლი­სის შე­ფა­სე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ ინ­გლის­ში 100,000 -ზე მეტი სიკ­ვდი­ლის აღ­კვე­თა მო­ა­ხერ­ხა.ONS- ის ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ასაკ­თან მორ­გე­ბის შემ­დეგ (adjusting for age), სრუ­ლად აც­რილ პი­რებს შო­რის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2 ივ­ლისს დას­რუ­ლე­ბულ კვი­რა­ში 0.2 იყო 100,000 ადა­მი­ან­ზე, რაც იყო არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თა მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე რვა­ჯერ ნაკ­ლე­ბი. ასაკ­თან მორ­გე­ბის შე­დე­გად გა­მოთ­ვლი­ლი ასა­კობ­რი­ვი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კო­სებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­მო­რი­ცხონ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ და არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის გან­სხვა­ვე­ბე­ბი შე­საძ­ლოა მათი ასა­კობ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბე­ბით იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.ასე­თი ამ­ბე­ბი კო­ვიდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ფრონ­ტი­დან, გინდ და­ი­ჯე­რეთ გინდ არა", - წერს წე­რე­თე­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×