დახურვა
სტილი
14.09.2021

ინ­გლი­სის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ორ­შა­ბა­თი­დან (13 სექ­ტემ­ბე­რი­დან) და­ი­წყო კი­ბოს ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის ახა­ლი მე­თო­დის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი გა­მოც­და, რო­მე­ლიც ამ ვე­რა­გი ავად­მყო­ფო­ბის 50 სა­ხე­ო­ბა­ზე გავ­რცელ­დე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სის­ხლის ანა­ლი­ზის დახ­მა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა მა­ნამ­დე დად­გინ­დეს, სა­ნამ მისი პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

გა­მოკ­ვლე­ვა-გა­მოც­და­ში, რო­მე­ლიც ორი წელი გაგ­რძელ­დე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს 50-დან 77 წლამ­დე ასა­კის მქო­ნე 140 ათა­სი მო­ხა­ლი­სე. ისი­ნი ამ­ჟა­მად ჩა­ა­ბა­რე­ბენ სის­ხლს ანა­ლი­ზი­სათ­ვის, შემ­დეგ კი იგი­ვე პრო­ცე­დუ­რი­სათ­ვის მათ ერთ წე­ლი­წად­ში მი­იწ­ვე­ვენ და კი­დევ - ორი წლის გას­ვლის შემ­დეგ. ტესტს ჯერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ პირ­ვე­ლად ჩა­ბა­რე­ბუ­ლი სის­ხლის­თვის, შემ­დეგ კი, მისი ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად, მე­ო­რედ ჩა­ბა­რე­ბულ­ზე.

"ტესტს შე­უძ­ლია კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნოს”, - გა­ნა­ცხა­და პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლონ­დო­ნის სა­მე­ფო ონ­კო­ლო­გი­უ­რი კო­ლე­ჯის პრო­ფე­სორ­მა სი­ტერ სა­სი­ენ­მა, - ჩვენ მუ­შა­ო­ბას დიდი შთა­გო­ნე­ბით ვი­წყებთ“.

თუ კიბო ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე გა­მოვ­ლი­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, ეს სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბის შან­სებს მკვეთ­რად ზრდის.

დღე­ი­სათ­ვის კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ქსო­ვი­ლის ნა­წი­ლა­კე­ბის ბი­ო­ქი­მი­უ­რი კვლე­ვი­სათ­ვის (ბი­ოფ­სი­ის) ჩა­ბა­რე­ბით ხდე­ბა, რა­საც სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის გა­რე­შე არა­ვინ არ აკე­თებს. ჯერ ერთი, რომ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ფილ­ტვე­ბის კი­ბოს­თან, შარ­დის ბუშტთან და პრო­ტა­ტას­თან მი­მარ­თე­ბით, მე­ო­რე კი - უც­ნო­ბია, და­ა­ვა­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში სად უნდა ეძე­ბო.

ახა­ლი მე­თო­დი ეფუძ­ნე­ბა სის­ხლში კი­ბოს უჯრე­დე­ბის დნმ-ის ფრაგ­მენ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნას. ის შექ­მნი­ლია ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტარ­ტა­პის "გრა­ა­ლის“ (Grail) მიერ, რო­მე­ლიც 2015 წელს არის და­არ­სე­ბუ­ლი სან-ფრან­ცის­კო­ში (აშშ), კი­ბოს ნა­ად­რე­ვი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტარ­ტა­პი ამე­რი­კულ­მა ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ Illumina Inc-მა ახ­ლა­ხან 1,7 მი­ლი­არდ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

თვი­თონ ტეს­ტი Galleri-ს სა­ხელ­წო­დე­ბით არის ცნო­ბი­ლი. ამე­რი­კა­ში მას კი­ბოს და­ა­ვა­დე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის იყე­ნე­ბენ, კერ­ძოდ, მათ­თვის, ვინც 50 წელ­ზე მეტი ასა­კი­საა. კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­მარ­თვე­ლოს ტეს­ტის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ჯერ არ მო­უხ­დე­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა მის ღი­რე­ბუ­ლე­ბას არ ფა­რავს.

ანა­ლი­ზე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­კის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ძი­ე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ დღემ­დე ისი­ნი ჯერ მხო­ლოდ კვლე­ვის სტა­დი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. ახლა ჩვენ, პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, ტეს­ტის გა­ფარ­თო­ე­ბულ გა­მოც­დას ვი­წყებთ, ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურს ის­ტო­რი­ა­ში. ახა­ლი მე­თო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით პერ­სპექ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა კი­ბოს იმ სა­ხე­ო­ბე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უსიმპტო­მოდ ვი­თარ­დე­ბი­ან და არა­ვი­თარ აშ­კა­რა ნიშ­ნებს არ ამ­ჟღავ­ნე­ბენ.“, - გა­ნა­ცხა­და "ბი-ბი-სი“-ს კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უ­ბარ­ში ინ­გლი­სის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ონ­კო­ლო­გი­უ­რი პროგ­რა­მის დი­რექ­ტორ­მა კელი პალ­მერ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×