დახურვა
სტილი
23.10.2021

ცნობილი გახდა, რომ მოდელი თათია თექთურმანიძე პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებს მონაწილეობას. მისი მეწყვილე კი ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილია. წყვილი აქტიურად აქვეყნებს რეპეტიციის ამსახველ კადრებს.

ამჯერად ოთო ფოლადაშვილმა თათია თექთურმანიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა: „როგორც უკვე იცით ჩემი მეწყვილეა მშვენიერი თათია თექთურმანიძე და საინტერესო ცეკვებს გპირდებით" - წერს ოთო. წყვილის ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა: "მხოლოდ ცეკვაში არა, ისედაც ულამაზესი წყვილი ხართ", " შესაფერისი წყვილი", „ყოველთვის ულამაზესი მეწყვილეები გყავს და ახლაც ულამაზესი თათიაა შენ გვერდით" - წერენ „ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×